-
2020-05-26 12:20
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ „თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია”.
მისივე თქმით, საქართველოს განვითარება და წინსვლა გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. საუკუნეზე მეტი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ამ ღირებულებებზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და განვითარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯიც ამ ღირებულებების გამტკიცებას ემსახურება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან, განსაკუთრებული ისტორიის მქონე ქვეყნაში ჩვენი ხალხი არაფერშია ისეთი ერთიანი, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და ამ ბრძოლის შედეგის შენარჩუნებაში. ჩვენ გადავლახეთ ბევრი სიძნელე, გამოწვევების წინაშე ვართ დღესაც, იქნება გარკვეული სირთულეები მომავალშიც, მაგრამ საქართველოს განვითარება და წინსვლა გარდაუვალი პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.