ირაკლი ღარიბაშვილი ჯარისკაცებს - თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში!

Image

დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება.

თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში, - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, "საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს".

„დღევანდელი დღე მსურს მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი. გმირებმა, რომელთაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობის და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებზე და მათ თავგანწირვაზე. ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ წინაპართა თაობის მიმართ, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს ხორცი შეასხეს ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას და შექმნეს იმ ეპოქისთვის ევროპაში თვალსაჩინო დემოკრატიული სახელმწიფო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისთვის, უთანასწორო ბრძოლაში გამოჩენილი არაერთი გმირობა საუკუნის მერეც შთაგვაგონებს და გვაძლევს ეროვნული სიამაყის ძლიერ მუხტს. დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპირების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება. თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმარცხებლები არიან ახალი გამოწვევის წინაშე. დამოუკიდებლობის დღე მსურს განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომელთაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !