ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი მედპერსონალია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ზომების გამკაცრების მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული რვა ახალი შემთხვევა გახდა. სოფელი გეტა დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა და ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 671 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გენერალურმა პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს პირებს ბრალდება წარუდგინა.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს დღეს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან 3 მცირეწლოვანია.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. როგორც მელიამ განაცხადა, მათი გეგმის მიხედვით, 18-წლამდე ასაკის ბავშვები 500-ლარიან, ხოლოდ 18 წელს ზევით მოქალაქეები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის დატოვება არის დანაშაულებრივი ქმედება. კახიძე ე.წ კომენდატის საათს, ავტომობილებით სამზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვასა და ასევე, ტანსაცმელ-ფეხსაცმლის მაღაზიებზე შეზღუდვას გაუაზრებელს უწოდებს. კახიძის თქმით, ხელისუფლება არ ხსნის, თუ რატომ რჩება აღნიშნული შეზღუდვები ძალაში.
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და არ შეცვლის საარჩევნო სისტემას, ამას დასავლელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადაგდმული. ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას" არავინ არ მისცემს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მოიტყუოს.