-
2020-05-29 11:24
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათგან ერთი მოზარდია. ამის შესახებ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"გუშინ Covid-19-ის დიაგნოზის მქონე იყო 32, აქედან გამოჯანმრთელდა ოთხი. ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული. ორი ოჯახის წევრები არიან. დარჩენილია 28 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. 10 ბავშვია, დანარჩენი მოზრდილები. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, უმეტესობა ელოდება გამოჯანმრთელებას. ახალი პაციენტი კვლევაში ჩასართავად არ გვყავს. დაახლოებით 4 პაციენტზე ველოდებით გამოჯანმრთელების მონაცემებს,"- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.