პრეზიდენტი - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება

დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 732 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11- ით გაიზარდა და 537 გახდა.

>>>

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, ისინი სპორტსმენის შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

>>>

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკო მიესალმება საქართელო-ბელარუსის მაღალი დონის ურთიერთობებს.

>>>

ლინას ლინკევიჩუსი - მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

>>>

კელი დეგნანი - როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც დიპლომატი საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.

>>>

რუსლან აბაშიძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

>>>

26 მაისი - 102 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.

>>>

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81 წელი სრულდება.

>>>

ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?