რადიო "დარდიმანდი" იუბილარია

Image

რადიო "დარდიმანდი" იუბილარია", რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა.

ეს არის ქართული რადიო, რომელიც ძველ და თანამედროვე ქართულ სიმღერებს აერთიანებს. პირდაპირ ეთერში მომუშავე წამყვანები მსმენელებს ხალისიან გაწყობას უქმნიან და მათ ქართული სულით ავსებენ. რადიო “დარდიმანდის” ფორმატი მუსიკალურ-გასართობი ხასიათისაა.

მას, ვისაც ქართული მუსიკა უყვარს, 97.1-ზე შესაძლებლობა ეძლევა, 24 საათის განმავლობაში, ყველა დროისა და ჟანრის ქართული სიმღერა მოისმინოს და საუკეთესო დარდიმანდული განწყობა შეიქმნას. რადიო "დარდიმანდი" მედია ჰოლდინგ "აფხაზეთის" ბაზაზე შეიქმნა და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული FM დიაპაზონია ქართულ რადიო სივრცეში.

როგორია სამომავლო გეგმები და რა სიახლეები იგეგმება მომავალში, "აფხაზეთის ხმა" რადიო "დარდიმანდის" დამფუძნებელ, მომღერალ ნინო ჩხეიძეს ესაუბრა. ნინო, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მსმენელი რადიოს ახალ სეზონზე? -ბავშვობიდან მქონდა ოცნებად, რომ მქონოდა ქართული რადიო, ოცნების ასრულებაში კი ჩემი მეუღლე, გიორგი კორახაშვილი დამეხმარა. რადიოს ეთერში გასვლის დღიდან თითოეულ დეტალში ვარ ჩართული, თითოეული სიმღერა არის ჩემი შერჩეული, დარდიმანდის მუსიკალური ბაზა ყოველთვის განახლებადია. მუდმივად ვცდილობ მსმენელს მოვასმენინოთ მოთხოვნადი სიმღერები, ხარისხიანი ქართული მუსიკა და ძველი ჰანგები. რაც შეეხება რადიო დარდიმანდის წარმატებას, 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა რადიო "დარდიმანდში" და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ვინც ერთი აგური მაინც დადო რადიოს წარმატებაში.

ნინო, როგორია სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგემებს რაც შეეხება, ვაპირებთ ბევრ ახალ გადაცემას, გვაქვს ახალი სიმღერები, პრემიერები. ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს რადიო "დარდიმანდი" თავისი მსმენელის გახარებას - აცხადებს "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში ნინო ჩხეიძე.

რადიო “დარდიმანდი” ჟღერს ქართულად.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !