-
2020-06-01 11:14
დღეს, 1-ელ ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების ტაძარში ქადაგების შემდეგ განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს შეახსნება, რომ 1-ელი ივნისი არის წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვას სიონის ტაძარში 10:00 საათიდან შეასრულებს.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.