თბილისში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქის ვოვა არუთინოვის შეწყალება დღის წესრიგში არ დგას და არც განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა.
ანგარებით ადამიანის მძევლად ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ორი კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომელია. მათ 19 წლის იოსებ გიორხელიძე ოთხი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული და ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ.
სასჯელაღსრულების მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილე კახი კახიშვილი არ უარყოფს, რომ ციხეებში კრიმინალური მართვის პრობლემა არსებობს და აცხადებს, რომ საკითხის გადასაჭრელად კომპლექსური მიდგომების შემუშავებაა საჭირო.
"რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო ბრიფინგი, რომელიც ამ საღამოსაა დაგეგმილი, 19 წლის ახალგაზრდის გატაცების საქმეს ეხება.
ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში ტელეწამყვანი ლევან ჯავახიშვილი ამბობს, რომ არხის მენეჯმენტი მიუღებელ შეცდომებს უშვებდა და ერთერთი ასეთი შეცდომა იყო საინფორმაციოში სპორტის მიმართულების ჯგუფის პროდუსერობის შეთავაზება მისთვის, რამაც არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.
www.Qartli.gE (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)-ს ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი კასპის რაიონულ საავადმყოფოში დააპატიმრეს, რადგან წინადღეს ძაღლისგან დაკბენილი შვილის აცრას ხმამაღლა ითხოვდა, ადმინისტრატორმა კი ნაცნობ პოლიციელს დაურეკა.
„კომედი შოუს“ მსახიობი ნიკა არაბიძე აცხადებს, რომ პროექტ „გააცინე და მოიგეს“ მონაწილეებს მოგებულ ფულს სეიფიდან სიმღერ-სიმღერით ურიგებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“–ის დილის ეთერის წამყვანს, მეუღლესთან, კახაბერ არაბიძესთან ურთიერთობა დაეძაბა და ისინი ახლა ცალ–ცალკე ცხოვრობენ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონკურსებში ქალბატონი „Busty heart“ ხშირად მონაწილეობს.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი გაზეთ „ახალ ვერსიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.