
მინისტრის ხელმძღვანელობით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ძალიან წარმატებული ოპერაცია და გახსნეს ადამიანის გატაცების საქმე. ეს ოპერაცია წარმატებულია იმიტომ, რომ გატაცებული გათავისუფლდა, ოთხივე გამტაცებელი დააკავეს, ფულადი თანხა სრულად ამოიღეს და რაც მთავარია ამ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემის გადაფარვის რამდენიმე მცდელობა იყო. არ შემიძლია, რომ არ დავწერო:
მცდელობა 1. საქმის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა კითხვები, ნამდვილად იყვნენ თუ არა გამტაცებლები ყოფილი კუდისა და სოდის თანამშრომლები, მაშინ როცა ეს ინფორმაცია აღნიშნული იყო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. შემდეგ ეს ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ და პროკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მეორე დღესვე ეს თემა ამოიწურა.
მცდელობა 2. შემდეგ გაჟღერდა ვერსია, რომ გატაცებული ბიჭი „ზედმეტად ბედნიერი სახით“ არის და ამ ღიმილიდან გამომდინარე გამოიტანეს დასკვნა, რომ ის შეიძლება გატაცებული არც ყოფილიყო, რაც სასაცილოც აღარ არის. სახის გამომეტყველების გარდა რომ ვერაფერი იპოვეს, ვფიქრობ, გასაგებია ყველაფერი.
მცდელობა 3. კიდევ ერთ თემაზე დაიწყო სპეკულაციები, რომ სახლი, სადაც ჰყავდათ გატაცებული, ეკუთვნის კობეშავიძეებს და მათ არაფერი იცოდნენ იმის თაობაზე, რომ მათ სახლში იმყოფებოდა გატაცებული ბიჭი და ამბობდნენ, რომ ვინც ეს გააკეთა დასაჭერები არიან. დიახ, ისინი ნადვილად დავიჭირეთ, და ერთ-ერთი დაკავებულის - შონიას თქმით, მას სახლის გასაღები გადასცა ჭუმბურიძემ. ჭუმბურიძე დაიკითხა და ჩვენებაში ამბობს, რომ სახლი მისია და მან სახლის გასაღები თავის მეგობარს - შონიას გადასცა.
რომ შევაჯამო ყველა გამოთქმული ვერსია და ეჭვი, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავეს და ძალიან წარმატებული ოპერაცია იყო. ველოდები ახალ ვერსიებს