„თუ ხელისუფლება პრემიების და დანამატების სკანდალებს გადაურჩა, „ქართული პოლიცია“ გადაიყოლებს!“

Image

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მთავრობას პოლიციის მძევლებს უწოდებს.

 

 

„ზოგჯერ მგონია რომ ყველა ხელისუფლება ბოლოს ქართული პოლიციის მძევალი ხდება;

 

იმ პოლიციისა რომელმაც სხვანაირად მუშაობა უბრალოდ არ იცის, რომელსაც არ შეუძლია კრიმინოგენური სიტუაციის დაჭერა, თუ ვინმეს ან ნარკოტიკი არ ჩაუდო, ან იარაღი და ასე არ „გააფუჭა“.

 

ხშირად გაიგონებთ შეკითხვას: შენ და მე რატომ არ გვიდებენ? ესე იგი იციან, ვინ რისი გამკეთებელია და იმათ უდებენო.

 

თუ ვინმეს ეს გამართლება გონია, ასეთ ადამიანებთან საუბარს აზრიც არ აქვს. მაშინ რისთვის გვჭირდება კანონი, დავიჭიროთ ყევლა ვისზეც წინასწარ ეჭვი არსბეობს, რომ რიამე დანაშაულის ჩამდენია და ყველანი დავისვენებთ!

 

ან იქნებ ადამიანს გამოსწორება უნდა, აღარ უნდა ამ გზას გაყვეს, მაგრამა რა, ერთ დღეს რომელიმე პოლიციელი გადაწყვეტს, რომ ის ისევ საშიშია, ჯიბეში ხელს ჩაუყოფს, იქ ნარკოტიკს აღმოაჩენს და ისევ ციხეში უკრავს თავს.

 

ბოლო პერიოდში უკვე დღე არ გადის, რომელიმე ადვოკატმა ან დაზარალებულმა პრესკონფერენცია არ გამართოს და არ დაიჩივლოს იმაზე, რომ პოლიცია სწორედ ასე მოექცა. თენგო ერისთავის შემთხვევაში, ხომ მისი გამოშვებით ფაქტობრივად აღიარეს დანაშაული, თუმცა ეჭვი მეპარება რომელიმე პოლიციელი ამის გამო დაისაჯოს.

 

განყოფილებებში ცემა-ტყეპაზე, ხომ ლამის ყველა ლაპარაკობს! თითქოს ამ წლების განმავლობაში არც არაფერი იცვლება. ზოგჯერ მგონია, რომ ქართული პოლიცია ყველა ხელისუფლებას არჩევანის წინაშე აყენებს: ან მათი „ბეზპრედელი“, ან კრიმინალების პარპაში.

 

ზოგჯერ მგონია, რომ ისინი სიტუაციის შეცვლის მსურველებს (თუ ასეთები მთავრობაში არიან), ეუბნებიან: ჩვენ სხვანარიად მუშაობა არ ვიცით, ათადან და ბაბადან ასე ვმუშაობთ და თუ იგივეს გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, მაშინ კრიმინალი მოიმატებსო და კრიმინალის მომატების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება პოლიციასთან ყველანაირ დათმობაზე მიდის.

 

ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილებები და ვარაუდია, მაგრამ რატომღაც დარმწუნებული ვარ, რომ სიმართლესთან ახლოსაა. სწორედ ასეთია არგუმენტითგადააფიქრებინეს მთავრობას და პარლამენტის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღება, როდესაც მოწმე სასამრთლოში უნდა დაკითხულიყო და არა განყოფილების ბნელ ჯურღმულებში.

 

ეს კანონი ბევრ ადამიანს გადაარჩენდა პლიციელის სისასტიკდიან. ამრგამ არა, ხლეისუფლებამ მისი მიღება ვერ გაბედა!თუ სიტუაცია არ შეიცვალა, და ხელისუფლება პრემიების და დანამატების სკანდალებს გადაურჩა, დარწმუნებული ვარ, „ქართული პოლიცია“ გადაიყოლებს!“, - წერს მერაბ მეტრეველი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !