როგორც მოსალოდნელი იყო, შაქრო კალაშოვი მოსკოვს დაუბრუნდა, დაახლოებით ნახევარსაათიანი გასაუბრების შემდეგ კი ჩიტივით თავისუფალი იყო, რადგან აღმოჩნდა, რომ რუს სამართალდამცველებს მის მიმართ ამ ეტაპზე პრეტენზია არა აქვთ.
ზაზა გაბედავა საქართველოს ყოფილი შს მინისტრის კახა თარგამაძის მიერ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმიანება, სადაც ყოფილი მინისტრი ემზარ კვიციანის ბრალეულობაზე საუბრობს. გაბედავა წერს, რომ თარგამაძეს, რომელსაც უამრავი ცოდვა აქვს, ხმა არ ამოეღება.
თუკი საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პროექტში აფხაზეთი წარმოდგენილი იქნება, როგორც მხარე, მაშინ ამ თემაზე საუბრის დაწყებას მიზანშეწონილად მივიჩნევ, -
ოკუპირებული სოხუმის ქუჩები ღამღამობით ნაგვით ივსება. იმის გამო, რომ ქალაქში არაა განთავსებული ბუნკერები, მოსახლეობა ნაგავს ხეების ძირას ან სხვა ადგილებში ტოვებს, რათა მეორე დილით მოსულმა ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ადვილად შეამჩნიონ.
სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთზე დაზიანებული, უმოქმედო ხაზის აღსადგენად ყოველ დაზიანებულ კილომეტრზე დაახლოებით მილიონი დოლარია საჭირო - ამ დასკვნამდე მივიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში თემაზე მომუშავე სპეციალისტები.
"ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლის არჩილ ჭყოიძის მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენლისადმი ტვ "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა: არჩილ ჭყოიძეს სახეში მუშტი ჩაარტყეს.
გამოცემა "ფორ.ჯი" აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ 1992-93 წლების ბატალიონის მეთაურებს მობილურ ტელეფონზე SMS შეტყობინება მიუვიდათ, რომ ისინი პროკურატურაში უნდა გამოცხადდნენ. კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით იბარებენ მათ, ჯერჯერობით უცნობია.
სოციალურ ქსელში მოსკოვში წარმოებული აფხაზური აჯიკის ქილაზე დატანებული სახელწოდება განხილვის საგანი გახდა. აფხაზური აჯიკის მწარმოებლად კომპანია "კინტოა" მითითებული.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ფოთის საკრებულოს იმ წევრებს ასახელებს, რომლებიც „კალინინგრადის იუბილეში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ და მათ მოღალატეებს უწოდებს.
ვერძი
სანამ ახალ საქმეს წამოიწყებდეთ, გაანალიზეთ ყველა დეტალი. მეტი ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.