მიხეილ ხუბუტია „თავადურში“ პუტინის სადღეგრძელოს წარმოთქმის გამო სცემეს

თვითმხილველთა ინფორმაციით, რესტორან „თავდურის“ დაცვისა და თანამშრომელთა გაღიზიანება ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მხრიდან ხმამაღლა და ხაზგასმით ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელოს წარმოთქმამ გამოიწვია.

>>>

ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი აღარ არის - ინფორმაცია ჰაკერული თავდასხმის შედეგი აღმოჩნდა (განახლებულია)

ნოდარ ხადური ფინასთა მინისტრი აღარაა - ის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ავრცელებენ. (განახლებულია) - რამდენიმე წუთის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვებ-გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა და ინფორმაცია არასწორია. 

>>>

დავით თევზაძე: "ამ განცხადებით დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე თავდაცვის სამისნიტროს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რაც უწყებამ ალეკო გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

>>>

მიხეილ სააკაშვილი: "ხელისუფლება ცრუობს, როცა ამბობს, რომ ჩვენ ქართველ ოფიცრებს უკრაინაში წასვლისკენ მოვუწოდებთ" (ვიდეო)

"საქართველოს ხელისუფლება ცრუობს, როცა აცხადებს, თითქოს ჩვენ ქართველ ოფიცრებს უკრაინაში წასვლისკენ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცხრასაათიან "კურიერში" ჩართვის დროს განაცხადა.

>>>

ალეკო გრიგოლაშვილის უკრაინელი თანამებრძოლი: "ის ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა" (ვიდეო)

უკრაინაში პრორუსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების იერიშის დროს დაღუპული ალეკო გრიგოლაშვილის ცხედარი საქართველოში ბატალიონ "აიდარის" უკრაინელმა მებრძოლებმა ჩამოაცილეს.

>>>

თავდაცვის სამინისტროსთან დღეს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 21 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლის მონაწილეებიც უწყების განცხადებას გააპროტესტებენ და მინისტრ მინდია ჯანელიძის გადადგომას მოითხოვენ. 

>>>

თინა ხიდაშელი: "ჯანდაბა... დაიძინე რა... რამ შემომახედა აქ..."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ალეკო გრიგოლაშვილთან დაკავშირებით "ფეისბუქით" გამოეხმაურა.

>>>

ალეკო გრიგოლაშვილის ცხედარი თბილისის აეროპორტში 08:20 საათზე ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილით 08:20 საათზე ჩამოასვენეს.

>>>

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მებრძოლი გმირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო (ფოტო)

მიხეილ სააკაშვილი მაიდანზე, უკრაინაში მებრძოლი გმირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

>>>

თბილისის აეროპორტში განმარტეს, რომ კიევიდან თვითმფრინავი ნისლის გამო ვერ მიიღეს

თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე ჯარისკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩამოესვენებინა, უამინდობის გამო ერევანში დაჯდა. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?