მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ,,თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

>>>

„გადადექი, წადი, ლიახვის ტალღები ღელავს, ბიძინა!"

ამ დროისთვის „თავისუფლების მოედნის“ ტრიბუნის წინა ნაწილი მთლიანად შევსებულია, აქციას უერთდებიან კოლონები „ვარდების მოედნიდან“.

>>>

სამეგრელოდან წამოსული კოლონები თბილისის მისადგომებთან გამოჩნდა

„აფხაზეთის ხმა“ უკვე წერდა, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან მსუბუქი ავტომანქანების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისგან შემდგარი კოლონა დილიდანვე დაიძრა.

>>>

პოლიცია აქციის მონაწილეთა შეკრებას „სიმაღლიდან" აკვირდება

საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“ აქვეყნებს „ვარდების მოედანზე“ მდებარე მაღალსართულიანი შენობის ფოტოს, რომლის სახურავიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები მიდამოს ზვერავენ.

>>>

მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ-დავით ალასანია მონათლა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიხეილ-დავით ალასანიას ნათლობის ფოტოებს აქვეყნებს.

>>>

ირაკლი მარგველაშვილი და გიორგი ღარიბაშვილი...

მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რეგიონის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის სახელები აერია და ადგილობრივებს ისინი ირაკლი მარგველაშვილად და გიორგი ღარიბაშვილად წარუდგინა.

>>>

თამარ ჩერგოლეიშვილი: "არჩევნებამდე სხვა მთავრობა მიგვიყვანს"

"ტაბულის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, "თეორემის" წამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი 21 მარტის აქციას ეხმიანება და ასახელებს მიზეზს, რის გამოც მიდის აქციაზე.

>>>

სამეგრელოში ყაჩაღებმა მამა-შვილი ცხელი უთოთი და დანით აწამეს

ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში, სადაც თემურ თორდიას ოჯახს 5 შეიარაღებული პირი დაესხა თავს. 

>>>

უკომენტაროდ: თბილისისკენ მომავალი კოლონა და შემხვედრთა რეაქცია (ვიდეო)

ათასობით ადამიანი საქართველოს რეგიონებიდან თბილისისკენ უკვე დაიძრა. გზაში კოლონას მოქალაქეები ესალმებიან. კადრები სამეგრელოდან.

>>>

სამეგრელოდან თბილისის მიმართულებით ავტოკოლონა დაიძრა: პირველი კადრები და ფოტოები

21 მარტს თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან უკვე დაიძრა მსუბუქი ავტომანქანების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისგან შემდგარი კოლონა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?