პარლამენტის სპორტის კომიტეტმა, შესაძლოა, ლევან ყიფიანის გადაყენება მოითხოვოს

Image

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის დახურულ სხდომაზე ლევან ყიფიანს უმასპინძლეს. როგორც გამოცემა for.ge წერს, სხდომამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა და არაა გამორიცხული, კომიტეტის წევრებმა მინისტრის გადაყენება მოითხოვონ.

 

გამოცემის ცნობით, ლევან ყიფიანის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კომიტეტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობა 2014 წლის განმავლობაში, არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. 

 

კანონმდებლებმა მინისტრს კითხვებით სპორტის აკადემიასთან, ფედერაციების საქმიანობაში ჩარევა-არჩარევასთან დაკავშირებით მიმართეს და სპორტსმენებთან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხები მოსთხოვეს. როგორც გამოცემა წერს, სხდომაზე ვითარება განსაკუთრებით დეპუტატ შოთა ხაბარელის გამოსვლამ დაძაბა, რომელმაც მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა:

ხაბარელის ცნობით, სპორტის სამინისტროში 92 ადამიანი მუშაობს, თუმცა, სპორტის კუთხით კვალიფიციური მხოლოდ სამი ადამიანია.

 

„ეს სამი კაცია - დოლაბერიძე, ბაქრაძე და ლიპარტელიანი. სპორტის სამინისტროში 92 ადამიანი მუშაობს და აქედან სპორტის სფეროს სპეციალისტი მხოლოდ სამი ადამიანია. ეს სწორედ პრობლემაა. თქვენ ამბობთ, რომ სპორტის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ბევრ საკითხს ქონების მართვის სააგენტო წყვეტს.

 

თქვენ იმ ობიექტების ბედით უნდა დაინტერესდეთ, რომლებიც გასხვისებულია. თქვენ მეუბნებით, რომ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო და აბა, ვის კომპეტენციაში შედის, ამიხსენით? ბოდიში და ქონების მართვის სააგენტო სულ არ მაინტერესებს, რადგან „ქარიშახალა“  და „არენა“ გასხვისდა. სხვათაშორის, თქვენგან განსხვავებით ჩასაფრებული ვართ, რომ ქონება არ გასხვისდეს. თქვენ არ გაინტერესებთ ის, რასაც „ქარიშახალა“ და „არენა“ აკეთებს.

 

თბილისში ლენინის დარბაზი გასხვისდა და იცით, იქ რამდენი ადამიანი ვარჯიშობდა? ქალაქის ცენტრში ათასობით ახალგაზრდა სპორტით იყო დაკავებული და თქვენ ამან არ დაგაინტერესათ, არადა, თქვენ უფრო მეტი ინტერესი უნდა გამოგეჩინათ“, - ასე მიუმართავს ყიფიანისთვის ხაბარელს, რის შემდეეგაც მხარეებს შორის კამათი ხმაურში გადაიზარდა და დეპუტატმა მინისტრს პარლამენტის უფლება-მოვალეობა შეახსენა.

ხაბარელის თქმით, დეპუტატები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და მთავრობა მათ კონტროლს ქვეშ უნდა იყოს.

 

იმას, რომ გარკვეუწილად, დაპირისპირება იყო, გამოცემასთან საუბარში სპორტის მინისტრიც ადასტურებს:

 

„ვერ ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო, მაგრამ სპორტი ისეთი სფეროა, რომლის თაობაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. წინ დიდი ნაბიჯებით მივიწევთ და ორიენტირებული ვართ განვითარებაზე. არ გვინდა, ის შეცდომები გავიმეოროთ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. მომავალში, დეპუტატებთან კონსულტაციებს გავმართავთ და ეს ურთიერთობა დარეგულირდება. 

 

ჩემთვის დეპუტატების ასეთი ტონი მისაღები არ არის. რა თქმა უნდა, ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ პიროვნული ფაქტორები სახელმწიფო ფაქტორებისგან უნდა გავმიჯნოთ და მე გამიჯნული მაქვს. იმ კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედებთ, რაშიც ვიმყოფებით. რაც შეეხება სიჭინავას, ეს ნაციონალების უკანასკნელი ბასტიონია, რაც გარღვეული უნდა იყოს, მაგრამ კანონმდებლობის ფარგლებში და კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !