,,კარგად დათვალონ თავისი ხმებიც და უმრავლესობაც“-საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყების შესახებ ასე ეხმიანება.
,,ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის იმპიჩმენტის დასაწყებად ხმების მოგროვებას იწყებს. პარტიის ლიდერები ფიქრობენ, რომ პროცედურის დასაწყებად ხმების შეგროვებას შეძლებენ.
,,ნაციონალური მოძრაობა” მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების იწყებს. მომავალი კვირიდან ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებებს გამართავს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.
ვერძი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან; "ყოფილის" დახმარება შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისა და საჭესთან.
საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ,,თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.
ამ დროისთვის „თავისუფლების მოედნის“ ტრიბუნის წინა ნაწილი მთლიანად შევსებულია, აქციას უერთდებიან კოლონები „ვარდების მოედნიდან“.
„აფხაზეთის ხმა“ უკვე წერდა, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან მსუბუქი ავტომანქანების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისგან შემდგარი კოლონა დილიდანვე დაიძრა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“ აქვეყნებს „ვარდების მოედანზე“ მდებარე მაღალსართულიანი შენობის ფოტოს, რომლის სახურავიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები მიდამოს ზვერავენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიხეილ-დავით ალასანიას ნათლობის ფოტოებს აქვეყნებს.