საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესამე ვაჟის მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "არჩევანში" აცხადებს, რომ ბრალდებულ შალვა აბულაძის ძებნის კუთხით სიახლეებია და დღეს თუ ხვალ მას განსასჯელის სკამზე მოუწევს დაჯდომა.
ვერძი - დღეს იქნებით ძალიან ცნობისმოყვარეები და ინტერესი გაგიჩნდებათ ყველაფრის მიმართ. გაითვალისწინეთ, დღეს უფრო მეტი შეკითხვის დასმა მოგიწევთ, ვიდრე რეალურად პასუხებს იპოვით მათზე.
„თუკი ასე, ტელევიზიით მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ელისო კილაძის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სანამ შალვა აბულაძე თავისუფალია, შესაძლოა, საფრთხე მასაც ემუქრებოდეს.
თიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.
ჟურნალისტი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ელისო კილაძე „არჩევანში“ აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, საფრთხე ემუქრებოდეს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის სიცოცხლეს.
ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, რომელიც ბავშვობის ერთ ეპიზოდს და მასთან დაკავშირებულ ასოციაციებს ეხება. "ხელახლა მომაგონდა, რამდენის ყურს მოხვდებოდა ზოგიერთი პროდუქტის სახელი და რა შეიძლება განეცადათ მათ", - წერს გეგელია.
„გურიანიუსის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლანჩხუთის მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე, რომელიც „ჰონდას“ მარტავდა, მოქალაქეს დაეჯახა, დაზარალებული მიატოვა და მისი ბედით მხოლოდ მოგვიანებით დაინტერესდა.
ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს მისი ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის კავშირს გია უდესიანთან, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.
მკვლელობა მოხდა სოფელ მამკოდასთან. უცნობმა პირმა ტაქსის მძღოლს ყელი გამოსჭრა, სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის თანხა გაიტაცა და მიიმალა. ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.