მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მიმართ ძაღლის ერთგულების არაერთი ცოცხალი მაგალითი არსებობს, 15 მარტს მექსიკაში მომხდარმა ფაქტმა ჯერ მექსიკა, მერე კი სრულიად მსოფლიო ინტერნეტსივრცე შეძრა...
კვირას, ორ აპრილს კიევში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე საქართველოს საელჩოს შენობის პიკეტირებას იწყებენ უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ფიზიკოსი ავთო ტყაბლაძე, რომელიც აქტიური ფეისბუქ-იუზერია, სოციალურ ქსელში განსხვავებულად გამოეხმაურა პრეზიდენტის მოხსენებაზე მტავრობის წევრთა არდასწრებას.
ამერიკელმა კონგრესმენმა აღწერა, როგორ განამტკიცებს რუსეთი მითს იმის შესახებ, რომ თითქოსდა რუსეთის ჯარის ნაწილები დონბასში არ არიან.
1 აპრილი თავისებურად აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ - მან ჟურნალისტები მოატყუა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვა პირდაპირ ეთერში გაწყვიტა. გადაცემის წამყვანმა ამის მიზეზად „მაუწყებლის შესახებ“ კანონში მიღებული და დღეიდან ამოქმედებული ცვლილებები დაასახელა.
კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ლიდერი ვასო ურუშაძე სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს და ფოტომასალას ურთავს. მისი თქმით, თბილისში მოძრავი სამგზავრო ყვითელი მიკროავტობუსები მასობრივად გადაჰყავღ ბუნებრივ აირზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს.
"გენპროკურატურა არ აპირებს, სააკაშვილი გადასცეს პრორუსულ საქართველოს", - ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინის გენპროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას უკრაინული ua-today.com.
"ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი" მოქალაქეებს ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ მიაწვდის.
პროფესიით ეკონომისტსა და სპეციალობით მატერიალურ - ტექნიკური მომარაგების ეკონომიკისა და დაგეგმვის სპეციალისტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს სპორტთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ სპორტის კომიტეტის წევრია და კიდევ ის, რომ საქართველოს პარლამენტის ნაკრების შემადგენლობაში იყო, როცა ქართველი კანონმდებლები თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდნენ და სამივე შეხვედრა წააგეს.