შეწყდეს სააკაშვილის დევნა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გადადგეს მთავრობა - ირაკლი წერეთელი გრძელვადიან შიმშილობას იწყებს

Image

27 აპრილიდან საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ეროვნული მოძრაობის ერთერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა დაიწყო. 

 

განცხადება წერეთელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა. ირაკლი წერეთელი სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და კოალიციური მთავრობის შექმნას, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტის განთავსებას ითხოვს, ასევე, მიმართავს პროდასავლურ ძალებს, 26 მაისს ზეპარტიული მანიფესტაცია მოაწყონ.

 

დღეს 2015 წლის 27 აპრილს 18 საათზე ეროვნული მოძრაობის წევრმა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლმა, ბატონმა ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა დაიწყო.

,,დღეს, ორშაბათს,2015 წლის 27 აპრილს ქრისტესშობიდან ვაცხადებ გრძელვადიან შიმშილობას გამოკვეთილად კონრეტული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთხოვნებით:

 

1 დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლად გაუმართლებელი, ყოვლად სამარცხვინო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სასწრაფოდ შეწყდეს მის წინააღმდეგ აღძრული ყოველგვარი სისხლის სამართლის საქმე და ბრალდება!

 

მიხეილ სააკაშვილს ვუცხადებ, რომ იგი დღევანდელი მდგომარეობით, აუცილებლად არის უსამართლოდ პოლიტიკური დევნილი, რუსეთისა და პრორუსული ხელისუფლების მიერ და ამასთან ერთად ღირსეული მებრძოლი პოლიტიკურად, უკრაინისა და უკრაინელი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!

 

2-დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ უსამართლო პატიმრობიდან ქართველი პოლიტპატიმრები ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსეული და პატრიოტი ქართველი სამხედრო პირები!

 

3 - საქართველოს პარლამენტმა, როგორც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საკანონმდებლო ორგანომ, სასწრაფოდ მიიღოს ორგანული კანონი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის მრავალწლოვანი იმპერიული აგრესიისა და მისი დანაშაულებრივი შედეგების საერთაშორისო მხილების, დაგმობის, აკრძალვისა და აღკვეთის შესახებ!

 

4-საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისო საკანონმდებლო,სავალდებულოდ აღსასრულებელი სამართლებრივი-საკანონმდებლო აქტის მიღებით, დაადასტუროს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს უზენაესი კანონის - 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციიც უზენაესობა, მისი დაცვისა და შესრულების აუცილებლობა, თუნდაც მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების კონსტიტუციურად განსაზღვრული მიღებით!

 

5 -გადადგეს დღევანდელი მთავრობა, შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობითაც!

 

6-საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში, სასწრაფო წესით შემოვიდნენ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტები და საქართველოში განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზები!

 

7 - 2015 წლის 26 მაისს საქართველოში. კონკრეტულად ტფილისში,ყველა ეროვნული, დემოკრატიული, ატლანტიკური ძალის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდეს მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ზეპარტიული დემონსტრაცია, გამოკვეთილად კონკრეტული მოთხოვნებით!

 

პირველი ხუთი მოთხოვნით მივმართავ საქართველოს პარლამენტს! მეექვსე მოთხოვნით მიმართავ აშშ-ს. მეშვიდე მოთხოვნით მივმართავ ეროვნულ და ატლანტიკური ოპოზიციის მთლიან სპექტრს და აუცილებლად მთელს ქართველ ერს, ყველა ნამდვილ, თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ ქართველს!

 

ჩემი შიმშილობის პირველი სამი დღე ვიქნები სახლში. 2015 წლის 30 აპრილიდან დავიწყებ სისტემატიურ გასვლას გარეთ! ყველას ვინც დაინტერესებდებით უპრობლემოდ შეგიძლიათ მნახოთ. სოლიდარობა და სტუმრობა მხოლოდ გამახარებს. გაუმარჯოს ღირსეულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის!

 

სოლიდარობა ქართველ პოლიტპატიმრებს! სოლიდარობა უსამართლო და სამარცხვინო დევნილობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს! სოლიდარობა საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უკვდავსა და უაღმატებულეს იდეას!

 

ძირს რუსეთის ყოვლად დამპალი და უბოროტესი იმპერია! დიდება ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას! დიდება უზენაეს უფალ ღმერთს!.

 

ჩემი გრძელვადიანი შიმშილობა უკვე ოფიციალურად დაიწყო", - წერს ირაკლი წერეთელი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !