სასულიერო პირი მღვდელი ილია ვაშაკიძე მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" რამდენიმე კითხვას სვამს იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც ამჟამინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას აშკარად უჭერდნენ მხარს.
პარლამენტის წევრ სოსო ჯაჭვლიანს ანიმაციურ სერიალ "ქერის უბანში" თავისი პერსონაჟის გახმოვანება არ მოსწონს და "რუსთავი-2"-ს სთავაზობს, რომ თავად მივა და პერსონაჟს უსასყიდლოდ გაახმოვანებს.
უკრაინასთან მიმართებაში გამოვლენილი აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ მიერთებია - არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ჩვენი ქვეყანა შეუერთდა სანქციების გატარების მომხრე ქვეყნების რიცხვს, ყირიმის ნაწარმის ექსპორტზე სანქციის გაგრძელებას მოჰყვა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
თავდაცვის მინისტრიბ დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზების ინსპექტირებას აგრძელებს. მინისტრთან ერთად ბაზების ინფრასტრუქტურას ჟურნალისტებიც ეცნობიან.
უკრაინის დასავლეთში, ლვოვის ოლქში მიმდინარე საერთაშორისო სწავლება "რეპიდ თრაიდენტი-2015", რომელშიც 18 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობს, ამ დრომდე გრძელდება.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში პატიმართა კორპუსის წინ გაატარეს და სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა მხრიდან წამოსული გინება და უცენზურო სიტყვები მოასმენინეს.
"მინდა, დავარწმუნო ყველა ქალაქი, რომ რუსთავი2-ის კონცერტები მაინც შედგება, ნებისმიერი ბიუროკრატიული თუ სახელისუფლებო დაბრკოლებების მიუხედავად", - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა "სხვა შუადღეში" განაცხადა.
ვერძი - დღევანდელი დღე პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. წარმატება გელით ახალი საქმის წამოწყების შემთხვევაში.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე როვნოს ოლქს ეწვია. მან შეხვედრები გამართა როვნოს ოლქის გუბერნატორთან, ვიტალი ჩუხუნნიკოვთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ამ ვერტმფრენებს არაფერი აქვს სამაშველო დანიშნულების, ის იყო მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ამ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილს, -რედ.) მიეღო მაქსიმალური სიამოვნება, მათ შორის, ჰაერშიც - ამის სესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.