ნათელაშვილი - ბერას: "მამაშენისგან განსხვავებით, შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა..."

Image

ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი რეპერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილს ბერას გამოეხმაურა, რომელმაც მისი ახალი სიმღერის "ჩემი თბილისი ყველაფერს სჯობს" ტექსტი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

შვილო, რა თქმა უნდა, თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი,მიმნდობი და უეშმაკო ხალხი,რომელმაც შეიძლება დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის , უპროცენტო კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე ხალხისათვის შექმნილი ამგვარი ბაიათები, რომელთა მოსმენაზე ალბათ, საიათნოვას ინფარქტი დაემართებოდა, ნიაზ დიასამიძე ქალაქიდან გაიქცეოდა, ხოლო ფიროსმანი თავის შემოქმედებაში ყველაზე ცუდ ტილოს დაწერდა.

 

სხვა რომელ დედაქალაქში დაუკრავდნენ ტაშს მამაშენთან ერთად შესრულებულ არც თუ თბილისის მაღალი გემოვნებისათვის შექმნილ რეპს, სხვა რომელი დედაქალაქი აპატიებდა თავის მილიარდელ ბინადარს ქალაქის ცენტრში პანორამის სახელწოდებით ისტორიის განადგურებას, ბოტანიკური ბაღისა და ნარიყალის მსგავსი განძის წაბილწვას, იპოდრომის მითვისებას, ლაგუნა ვერეს მიტაცებას და კაციჭამია ვეფხვთსაშენად გადაქცევას.

 

კარგია რომ მამაშენისგან განსხვავებით, რომელიც ახლა წიგნს წერს ადამიანობაზე,შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა. ისე, დედაქალაქზე კომპლიმენტი არჩევნების მოახლოებამდე შეიძლებოდა გეთქვა" წერს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !