უნგრული N1TV-ის ჟურნალისტი პეტრუ ლასლო სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც რესკეში, სერბეთის საზღვართან ლტოლვილების ნაკადის მოზღვავებისას გადაღებული ვიდეომასალა გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, როგორ გამოსდო სარმა ჟურნალისტმა ქალმა სავარაუდოდ, სირიელ მამაკაცს, რომელიც ხელში აყვანილ ბავშვთან ერთად პოლიციელს დაუსხლტა ხელიდან.
”ხელისუფლება ცდილობს, რუსთავი2-ის ჟურნალისტები დიდი ფულის სანაცვლოდ გადაიბიროს,” - ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა "არჩევანში" გააკეთა.
”სანამ ყველა გაიგებდა, სპეცსამსახურებმა იცოდნენ ჩემი და ალექსი პერტიაშვილის ურთიერთობის შესახებ,” - ეს სკანდალური განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.
"არჩევანში" ირაკლი სესიაშვილის ჩართვის დროს მისთვის შეკითხვის დასმა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დააპირა, თუმცა მაშინ, როცა ეთერში მისი ხმა გაისმა, ირაკლი სესიაშვილი საუბრობდა და იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა, რადგან ვიზუალურად ვერ ხედავდა სტუდიაში მყოფ პირებს.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "არჩევანში" აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტების ლოგიკურ ჯაჭვს მივყავართ დასკვნამდე - მედიაზე შეტევა სახეზეა. მისი თქმით, ამ კუთხით ეს ხელისუფლება იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს.
ვერძი: - ენერგიული და აქტიური ხართ; ყველა დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სამომავლო გეგმები არ გაუმხილოთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "სპორტექსპრესთან" საუბარში, "ტვ-ს"-ის ეთერში, ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის დეტალებს იხსენებს.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 1-3 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში იმყოფებოდა და ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრებს შეხვდა. ექსკლუზიური, მისივე გადაღებული კადრები სიჭინავამ "ტვ-ს"-ს გადასცა და დღეს "სპორტექსპრესში" გავიდა.
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით ორი თვით დაისვენებს, მერე კი აუცილებლად გეგმავს ეთერში დაბრუნებას.
"მე მაქვს ჩემი კონკრეტული ეჭვები, რომ პოლიტიკური თოქშოუების დახურვა "იმედზე" არის იმ პოლიტიკური გეგმის ნაწილი, რომლის ავტორი არის თქვენთვის და ჩვენთვისაც კარგად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ "არჩევანში" განაცხადა.