„ხელოვნურ ინტელექტზე მინდა ვიმუშაო“ – სად ჩაირიცხა ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტი 2015

Image

Aris.ge განათლება აქვეყნებს ინტერვიუს ყოფილ აბიტურიენტთან, აწ უკვე სტუდენტთან დავით სოსელიასთან, რომელმაც ზოგად უნარებში მაქსიმალური - 80 ქულა მიიღო. ამ მხრივ ის ერტადერთი აბიტურიენტი იყო - მაქსიმალური შეფასებით.

 

დავითი სან დიეგოს უნივერსიტეტის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს ბაზარზე წელს შემოვიდა, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს (სან დიეგოს უნივერსიტეტი სამ უნივერსიტეტთან თსუს-თან, ილიაუნთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს).  

 

ის 57-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა და თავისი დამრიგებლით და პედაგოგებით ძალიან კმაყოფილია. Aris.ge-განათლებასთან ამბობს, რომ აბიტურიენტობის წელი მისთვის არცთუ ისე დატვირთული იყო, რადგან სკოლაში კარგად სწავლობდა და ბოლოს ოქროს მედალიც აიღო. დავითი, როგორც თავად ამბობს, აქტიური მოსწავლე იყო, თუმცა ოლიმპიადებზე ცოდნის შესამოწმებლად გადიოდა, პრიზები ნაკლებად აინტერესებდა:

 

დავით სოსელია:

 

"სან დიეგო ავირჩიე იმიტომ, რომ პირველი წელია, რაც საქართველოში შემოვიდა და დიდი ყურადღება ექცევა. რამდენიმე წელიწადია, ამ პროგრამას არჩევენ. დაფინანსებაც კარგი აქვს. ახალი ლაბორატორიები აქვთ. ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ სულ მაინტერესებდა ტექნოლოგიები, კომპიუტერი. ფიზიკა მიყვარდა ყოველთვის, ფიზიკოსობასაც ვფიქრობდი. საბოლოოდ მაინც კომპიუტერული ინჟინერია გადავწყვიტე. ვაპირებ, საქართველოში ვიმუშაო და აქ კომპიუტერულ ინჟინერიას უფრო მეტი გასაქანი აქვს,  ვიდრე ფიზიკოსობას. ეს მიმართულება დასაქმების პერსპექტივით ავირჩიე.

 

-როგორც ვიცი, გამოცდებზე მიღებული ქულები გათანაბრების შემდეგ კიდევ უფრო აგიწიეს. რატომ?

 

-ყველაფერში შემხვდა რთული ვარიანტი. პირველი ვარიანტი ვიყავი. ქართულში 77-დან 78,3- მდე ამიწიეს, 80 იყო მაქსიმალური. ინგლისურში გამიხდა 99, 2, ისე 99 ქულა ავიღე 100-დან. მათემატიკაში გამიხდა 58, 4. აღებული მქონდა 57.  59-იან ქულიანი იყო მათემატიკა. უნარებში 80-დან 80 ქულა ავიღე.

 

-რამდენ საგანში ემზადებოდი?

 

-ინგლისურში კვირაში ერთხელ დავდიოდი. სემესტრის დიდი ნაწილი პასიურად დავდიოდი. ინგლისური კარგად ვიცოდი ისედაც. ადრე ვემზადებოდი. შარშან კონკურსზე მოვიგე დაფინანსება ინგლისში წასვლაზე და ვერ შევძელი წასვლა. მათემატიკაზე, უნარებზე დავდიოდი. იქაც საკმაოდ იშვიათად.

 

-თავისუფალი დრო გქონდა, თუ მარტო მეცადინეობას უთმობდი?

 

-არა, რა მეცადინეობას! თავისუფალი გრაფიკი მქონდა. მეგობრებთან ერთად მიყვარს ყოფნა. ახლაც დამხვდნენ უნივერსიტეტიდან გამოსულს. სეირნობა, კინოში სიარული, ფილმების ყურება, წიგნების კითხვა  მიყვარს. კომპიუტერული თამაშებიც მიტაცებს. რაც კი ახალი თამაში გამოსულა, ყველა მაქვს დახურული.

 

...8 380 მქონდა საგრანტო ქულა. სკალირებული ქულა ჩემს ფაკულტეტზე, სადაც ჩავაბარე, გამომივიდა 2 274, 8.

 

-ელოდი ამხელა ქულებს?

 

-კი, ნამდვილად ველოდი.

 

 

-უშუალოდ გამოცდებზე რას იტყვი? რომელი საგანი გერთულა ყველაზე მეტად?

 

-არც ერთი  არ მერთულა მაინცდამაინც. ქართულში ყველაზე მეტად ნერვების მომშლელი იყო გადაწერა. გადათეთრებამ ბევრი დრო დამაკარგვინა. კალამი ძალიან ცუდად წერს. ნაწერიც საკმაოდ რთულად გასარჩევი მაქვს. მაგაში ცოტა მეტი დრო დამეკარგა. სხვა საგნებში არ ყოფილა პრობლემა. არც ერთ საგანში არ გამომიყენებია ბოლომდე დრო, ყველა გამოცდიდან ადრე გამოვედი.

 

-მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე უნივერსიტეტმა გაგიკეთა საჩუქარი და დაგიფინანსა სწავლა. ოთხივე წელი გიფინანსდება? სხვა საჩუქრებიც ხომ არ მიგიღია?

 

-მოლოცვები მივიღე ბევრი. ფინანსური დახმარების ფორმა რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა. მათ შორის, სან დიეგოც იყო. სანამ მას დავტოვებდი პირველ ადგილზე, უკვე ვიცოდი რომ დამაფინანსებდა. მაგხელა თანხის გადამხდელი ნამდვილად არ ვიყავი. ქულები რომ გავიგე, რამდენიმე უნივერსიტეტს მივწერე, რამდენიმემ თავად შემომთავაზა დაფინანსება.

 

სან დიეგოსაც მივწერე და მითხრა, რომ 100%-ით მაფინანსებდა. რამდენიმე ბავშვს უხდიდნენ სწავლის თანხას და საკონკურსო ქულებით პირველ ადგილზე მე ვიყავი. 7500 დოლარია ერთი წლის გადასახადი და მთლიანობაში, დაახლოებით, 30 ათასი დოლარი გამოდის. წელს უნივერსიტეტმა საკმაოდ ბევრი დაფინანსება გასცა, რადგან ფასის გამო ბევრი დაფრთხა.

 

-რა რჩევებს მისცემ მომავალ აბიტურიენტებს და როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შენი მსგავსი შედეგი აჩვენონ ეროვნულ გამოცდებზე?

 

-დროის სწორად განაწილება და მასალის გააზრებულად სწავლა. გარდა ამისა, იმისთვის რომ დროის კონტროლი ისწავლონ, ხშირად უნდა გააკეთონ გასული წლის ტესტები, ეს იქნება ჩემი რჩევა.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !