თბილსერვისისა და რიყის საქმეზე სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა

საქალაქო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილი პატიმრობის შესახებ, რომელიც მას დაუსწრებლად შეეფარდა. ე.წ. რიყისა და "თბილსერვისი" საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლებულია.

>>>

როგორ წავიდა გიგი უგულავა ბადრაგთან ერთად სასამართლოდან (ვიდეო)

გიგი უგულავასთვის ბადრაგს ხელბორკილები არ დაუდვია: დედაქალაქის ყოფილი მერი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მას შემდეგ გაუჩინარდა სასამართლოს დერეფნის სიღრმეში, რაც ფანჯრიდან ჯერ სასამართლოს ეზოში შეკრებილ ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს, ხოლო შემდეგ პირდაპირი ჩართვის კამერიდან - მაყურებელს დაემშვიდობა.

>>>

გიგი უგულავა: "არ დამისვენია ერთი წუთითაც, ახლა მივდივარ დასასვენებლად" (ვიდეო)

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დედაქალაქის ყოფილი მერი, რომელსაც საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აცხადებს, რომ დასვენება ვერ მოასწრო და ახლა მიდის დასასვენებლად. 

>>>

გიგი უგულავა ისევ დააპატიმრეს: მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ის სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს. ამიერიდან გიგი უგულავა მსჯავრდებულია. 

>>>

ბოკერია: წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების წაკითხვა ცარიელ დარბაზში მოუწევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეს წინაწარ დაწერილი გადაწყვეტილების წაკითხვა ცარიელ დარბაზში მოუწევს და მისი წაკითხვის პროცესს არც გიგი უგულავა, არც მისი დაცვის წევრები არ დაესწრებიან.

>>>

გიგი უგულავა: ჩამოდით ფსონებს, მოვიგებ და ისე წავალ მატროსოვზე

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ დღეს მოსამართლე მის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და ე.წ. მატროსოვზე დაბრუნება მოუწევს, რადგან ამ სასამართლოს მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ მისი ციხეში დაბრუნებაა.

>>>

"სასამართლოში დღის წესრიგს უკვე არა ივანიშვილი, მეჭიაურიც კი ადგენს" - გიგი უგულავა

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ივანიშვილს მზის ჩასვლამდე უნდა გაუმზადონ და რომ სასამართლოზე დღის წესრიგს უკვე არა ივანიშვილი, მეჭიაურიც კი ადგენს.

>>>

ხუხაშვილი: "თუ უგულავას დღეს ციხეში შეაბრუნებს, ხელისუფლება უფრო კარგად გაიფორმებს თავის პოლიტიკურ მარცხს"

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ უგულავას თემა ხელისუფლების მარცხია, თუმცა, ეს ერთადერთი ბრძოლა არ არის და ბრძოლა გრძელდება. 

>>>

გიორგი პაპუაშვილი: "გახშირდა ანგარიშსწორების მუქარა მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გახშირდა ანგარიშსწორების მუქარა მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური მუშაობა.

>>>

"რასაც პროკურატურა აკეთებდა, პოლიტიკა კი არა, ადამიანური სახის დაკარგვაა" - დავით ბაქრაძე

"ის, რასაც სასამართლო პროცესზე პროკურატურა აკეთებდა, პოლიტიკა კი არა, ადამიანური სახის დაკარგვაა, მე მრცხვენია პროკურატურის ნაცვლად", - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ გააკეთა. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?