-
2015-09-25 23:39
უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომიისკი ცდილობდა, მორიგებოდა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს, - ამის თაობაზე თავად სააკაშვილმა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ოლიგარქები ეღობებიან უკრაინას პროგრესისკენ მიმავალ გზაზე ბარიერად და მათი არსებობა ქვეყნის მთავარი პრობლემაა.
„ძალიან დიდია ომის გავლენა, მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა. რეფორმების მთავარი მოწინააღმდეგეები ოლიგარქები არიან. მათი გავლენა, ისევე, როგორც ადრე, ახლაც დიდია, მათ შორის, ადმინისტრაციულ წრეებშიც. ოდესაში მე თავდაჯერებული ვარ, უფრო მეტად ცენტრალური უკრაინის ოლიგარქები მაფიქრებს. ოდესაში, რასაკვირველია, ადგილობრივი მაფია დარცა და არსებობს, მაგრამ ოლიგარქები უფრო საშიში არიან“, - თქვა მან.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კოლომიისკი თავიდან მასთან მორიგებას შეეცადა:
„მაგრამ მე მას გარკვევით ვაგრძნობინე, რომ მსგავსი რამეები არ მხიბლავს. უკვე შემდეგ ის ჩემს მოსყიდვას ცდილობდა. როცა ესეც არ გამოდის, ისინი ცდილობენ ადამიანის დისკრედიტაციას და სულ ახალ-ახალ რამეებს იფიქრებენ“, - დაამატა სააკაშვილმა.