უკვე მომავალი კვირიდან ოდესის სამხრეთ რეგიონალურ საბაჟოს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, 25 წლის იულია მარუშევსკაია ჩაიბარებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ „მეშვიდე არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეებს მიმართა თხოვნით, რათა ამ უკანასკნელებმა დართონ ნება პროკურორის ოფისს, გამოიძიოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაული.
რუსეთში სლავური წარმოშობის "კანონიერ ქურდებს" შორის აშკარა ომი დაიწყო, რომელიც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ დაპირისპირებაში კი, ზოგჯერ მიზანმიმართულად, ზოგჯერ კი უნებურად, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის "ქურდებიც" ერთვებიან. რასაკვირველია, არავისთვის იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ამ "ჩართულებს" შორის ქართველებიც არიან.
ვერძი: - კარგი დღეა დოკუმენტებზე სამუშაოდ, ხელმოწერების შესაგროვებლად. თუ ყველაფერს დროულად შეასრულებთ, წარმატება გარანტირებული გექნებათ.
მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებს, სოციალურ ქსელებში ჩართულობას, არცთუ იშვიათად, იმდენად დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად გვაშორებს ის ერთმანეთისგან.
მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი, "როიალის ახალი დედოფალი" ხატია ბუნიათიშვილი 15 ოქტომბერს კიევში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა რუსეთში, ქალაქ ნიჟეგოროდსკში აღკვეთეს საქართველოდან ქალაქის მაღაზიებსა და ბაზარში გასაყიდად შეტანილი 35 ტონა ყურძნის განთავსება დახლებზე და პროდუქცია უკან გააბრუნეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ და უწყების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შემომტანებმა რუსეთის კანონმდებლობა დაარღვიეს.
მას შემდეგ, რაც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესჩინაში, კრიჟანოვსკის სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელები მიწების უკანონოდ გასხვისებასა და სარფიანად გაყიდვაში, ასევე ოჯახის წევრებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემაში დაადანაშაულა, კრიჟანოვსკისა და რამდენიმე სხვა სოფლის მცხოვრებლებმა უკრაინის პრეზიდენტს ოდესიდან სააკაშვილის გაძევება მოსთხოვეს.
ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე მოულოდნელად გამოჩნდა კიევის მეტროპოლიტენში, ლევ ტოლსტოის სახელობის მეტროსადგურის შესასვლელთან.
არასრულწლოვანი, მე-11 კლასის მოსწავლე ალა ვ. გარდაცვლილი იპოვეს ფსკოვის გარეუბანში, უკაცრიელ ადგილას. ის ბუჩქებში იწვა და გულზე ძვირფასი მობილური ტელეფონი ედო წარწერით "don't trust anyone" ("არავის ვენდობი"). გარდაცვლილის ცხედარი ბიჭმა შეამჩნია, რომელმაც ახლოს გაირბინა.