-
2015-10-23 01:53
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში მეგაფონით შეჭრილი თინათინ მარდალეიშვილი ოფისის დახურვას ითხოვდა, ხოლო ადგილობრივ ნაციონალებს მოუწოდებდა, "შეუერთდნენ ქართველ ხალხს". მარდალეიშვილი მეგაფონში ამბობდა, რომ "რუსთავი-2", როგორც "ვითომ ოპოზიციური არხი", უნდა დაიხუროს.
ქალბატონის თქმით, ქუთაისი ვაჟკაცური ქალაქია და არავის აპატიებს "ხალხის გაუპატიურებას": "სამეგრელოში მთელი ჩემი სამეგობრო გააუპატიურეს", - ამბობდა ის. ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შესახებ რეპორტაჟი ტვ "დიამ" მოამზადა.