ნატოს გენერალურ მდივანს დამაჯერებლად არ მიაჩნია რუსეთის განმარტებები, რომელთა თანახმადაც თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შეცდომა იყო, რადგან ეს ორჯერ მოხდა და რამდენიმე წამზე მეტხანს გრძელდებოდა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი USS Porter (DDG 78) ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში შავ ზღვაში შევა. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ვებ-გვერდი იტყობინება.
სამშაბათს ისრაელს რუსეთის სამხედრო დელეგაცია ეწვევა, რათა ებრაულ მხარესთან განიხილოს, როგორ აიცილონ თავიდან შემთხვევითი შეტაკებები სირიაში მიმდინარე ოპერაციის დროს.
"რუსთავი-2"-ის "კომედი გრუპის" ყოფილი წევრი დათო გოგიშვილი, იგივე "ციყვი" აცხადებს, რომ 2011 წელს, როცა "რუსთავი-2"-დან წამოსვლა რამდენიმე მსახიობმა გადაწყვიტა, პროცესში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია თევდორაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს წერილს, რომელიც ქუთაისში დაკავებული სამი აქტივისტიდან ერთ-ერთის - ნიკა ნარსიას დედამ მისწერა.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არასდროს განუცდია ისეთი სევდა, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში ჰქონდა.
ტამიშის სასაფლაოზე გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის ბესლან მალანძიას ცხედარი იპოვეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მისი მკვლელობისას ავტომატი და 9 მმ კალიბრის პისტოლეტი გამოიყენეს. გამოძიების ვარაუდით, მკვლელი მარტო არ იყო.
საუდის არაბეთის 53-მა რელიგიურმა ლიდერმა ხელი მოაწერა ონლაინ-პეტიციას, სადაც მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს, მორალური, მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადონ სირიის ხელისუფლების, ასევე მისი მხარდამჭერი ირანისა და რუსეთისთვის ჯიჰადის დაწყებას. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი გორლო, რომელიც "მერსედესის" საჭესთან ნასვამი იჯდა, საპატრულო პოლიციამ ოდესაში, სამოქალაქო აქტივისტების შეტყობინების საფუძველზე დააკავა.
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორედ გამოჩნდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.