საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, საით წავა და ვის ხელში აღმოჩნდება "რუსთავი-2".
უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "დიალოგის ტრანსკრიფტი", სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი მიზეზია.
შსს-მ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღძრა, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააკეთა.
25 ოქტომბერს დაანონსებულ გადაცემას "განსხვავებული აქცენტები", მისი პრომოს გამოქვეყნებისთანავე მღელვარება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ანონსში ფიგურირებს, წერს, რომ მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან, რომელიც გადაცემაშია გამოყენებული, ყალბია და აპირებს, პროკურატურას მიმართოს.
დავით ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ვინაობის დასახელების გარეშე, „წამპლისა“ და „იდიოტის“ ურთიერთობა აღწერა, სადაც ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთდამოკიდებულება დაინახა.
ბრიუსელში, სამი შვილის თვალწინ, საქართველოს მოქალაქემ შელაპარაკების შემდეგ დანა ცოლს რამდენჯერმე ჩაარტყა. სასწრაფო სახლში მყოფმა ბავშვებმა და მეზობლებმა გამოიძახეს, მაგრამ დაჭრილი ვერ გადაარჩინეს. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი ქეთი ქარდავა წერს.
ეკონომისტი, ექსპერტი რომან გოცირიძე "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს, რომ მოვა დრო, როცა ყველას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: "სად იყავი მაშინ, როცა "რუსთავი-2"-ს უჭირდა?".
"კაცები რომ მიჰყავდათ გასაუპატიურებლად, ქალების მეტი რა ყრია, კაცო, სირცხვილი არ არის ეს?", - ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის ყოფილი გამგებლის ლალი ანთიას ეს სიტყვები, რომელიც მან ზუგდიდში ენმ-ს პრაიმერის ჩატარების დროს, 2013 წლის ზაფხულში თქვა, "ფეისბუქზე" დღესაც პოპულარულია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში მეგაფონით შეჭრილი თინათინ მარდალეიშვილი ოფისის დახურვას ითხოვდა, ხოლო ადგილობრივ ნაციონალებს მოუწოდებდა, "შეუერთდნენ ქართველ ხალხს". მარდალეიშვილი მეგაფონში ამბობდა, რომ "რუსთავი-2", როგორც "ვითომ ოპოზიციური არხი", უნდა დაიხუროს.