-
2015-10-27 23:46
ჟურნალისტმა, გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ "რუსთავი-2"-ის გადაცემაში "არჩევანი" იმ პატიმართა ჩვენებების ფრაგმენტები წაიკითხა, რომლებიც მათზე ძალადობასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებენ.
ელისო კილაძეს არ დაუსახელებია ჩვენების მიმცემი პირების ვინაობა, თუმცა, განაცხადა, რომ მათ შორის არიან როგორც ციხის თანამშრომლები, ასევე პატიმრები, რომლებიც საუბრობენ ბედუკაძის მონაწილეობით მათზე ძალადობაზე, მათ შორისაა "ხელთათმანწამოცმული ხელკეტის სწორნაწლავში შეყვანის" ფაქტები.