უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა პირველი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ეკა ზღულაძის გადადგომის შესახებ. შეგახსენებთ, ზღულაძე შს მინისტრის პირველი მოადგილეა.
პოლიტიკური და არა ხარისხის ნიშნით გამოთქმული პროტესტი გახდა ცოტა ხნის წინ გუდაურის ერთერთ სახინკლეში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ შეკვეთის გაუქმების მიზეზი. ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს.
პოლიტოლოგი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პირადოი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამ რაოდენობით გავრცელება უკვე პაროდიული ხასიათისა ხდება. ამის შესახებ მან "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
კომპანია "ალბატროსის" მფლობელს დავით ბეგიაშვილს კუს ტბაზე დღეს დილით კუთვნილი ავტომანქანა დაუდგენელმა პირებმა დაუწვეს, - მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე ნაწილობრივ ადასტურებს მედიით აგვრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იანვრიდან საზმაუზე მისი გადაცემა გავა ეთერში.
„თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის უფროსის მოადგილემ გიორგი ტაბიძემ და დედაქალაქის რაიონული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე სხვა წარმომადგენელმა დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე დარწმუნებულია და ხელისუფლებასაც არწმუნებს, რომ ყველაფერი არჩევნებით დამთავრდება.
ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა მიხაილო ილიენკომ თბილისში 5-9 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო კინოფესტივალს პროტესტი მისი პრორუსულობის გამო გამოუცხადა და საკუთარი ფილმი "Той Хто Пройшов Крізь В огонь" უკან გაიწვია.
ახალ ზელანდიაში დაბრუნებულ მორაგბეებს, რომლებმაც ქვეყანაში რაგბის მსოფლიო თასი ჩაიტანეს, აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა, ხოლო სტაფის ნაწილმა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ თვითმფრინავს ტრაპს მიადგამდნენ, "ჰაკა" შეასრულა.
"სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლებმა, სადაც ბაშარ ასადის წინააღმდეგ აჯანყებულები იბრძვიან, სამთავრობო ძალებისა და რუსეთის კუთვნილი, განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ვიდეო გამოაქვეყნეს.