ნულანდი: ყირიმის დაბრუნებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მიზეზი არ არსებობს

Image

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ბერლინში ჩატარებულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საბაბი არ არსებობს, სანამ ის ყირიმს არ დააბრუნებს.

 

"ახლაც კი, როცა ჩვენ კონცენტრირებული ვართ "ისლამურ სახელმწიფოზე", არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ორ მილიონზე მეტი უკრაინელი რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში, თოვლში იდგა მაიდანზე, რათა მიეღო ხელისუფლებისგან ის, რაც ჩვენ გვაქვს: ადამიანური ღირსება, დემოკრატია, არაკორუმპირებული ხელისუფლება, სამართლიანობა. როცა იანუკოვიჩმა ზურგი აქცია ევროპას, უკრაინელები არ დათანხმდნენ მათთვის არჩევანის თავისუფლების წართმევას. 

 

მაგრამ ეს მიუღებელი იყო როგორც იანუკოვიჩისთვის, ასევე კრემლისთვის, რომელმაც უკრაინის ხალხის მოთხოვნას ოკუპაცია, ტანკები, "ბუკები", სეპარატისტთა მხარდაჭერა, საბოტაჟი და პროპაგანდა შეაგება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ: ყველა მძევლის გათავისუფლება, სრულყოფილი ჰუმანიტარული დერეფანი გაეროსა და სხვა ორგანიზაციებისთვის, დონბასში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით, ყველა უცხო ქვეყნის ჯარისა და შეიარაღების ჩამოშორება და უკრაინის დაბრუნება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ნულანდმა.

 

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დაამატა, რომ აუცილებელია სანქციების გაგრძელება, რადგან სწორედ სანქციები გვევლინება რუსეთის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მექანიზმად, მინსკის შეთანხმებების საბოლოოდ შესრულებამდე, ხოლო ყირიმთან დაკავშირებული სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთის ნახევარკუნძულს უკრაინას არ დაუბრუნებს. მისი თქმით, მთლიანად არაკორუმპირებული ხელისუფლების მისაღებად უკრაინაში ჯერაც წინაა მოცულობითი სამუშაოების შესრულება.

 

"მაგრამ ნება არის. უკრაინის ხალხი ითხოვს სწრაფ ცვლილებებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხს, როცა ვაუწყებთ, რომ ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა დამოკიდებულია კიევის უნარზე, დაამყაროს წესრიგი უკრაინაში" - განაცხადა ნულანდმა. 

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?