
"Apple City-ს პასუხი ერთ-ერთი კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ "ვაი კრეატიულ" ვიდეოზე" - ასეა დასათაურებული დღეს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა, ინტერნეტმომხმარებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ეს Apple City-ის კრეატივი და ექსკლუზივი არ არის.
Apple City-მ, სავარაუდოდ, ამ ვიდეოთი უპასუხა "აიფონ+"-ის ცნობილ ვიდეორეკლამას, სადაც ტერორიზმი გააშარჟეს და "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების როლში "აიფონის" მაისურებში ჩაცმული მამაკაცები მოგვევლინენ, რომლებიც "აიფონ+"-ს უწევენ რეკლამირებას, ხელში კი სათამაშო იარაღი უჭირავთ. კლიპის ბოლოს ისინი "ალაჰ აკბარს" გაჰყვრიან. ვიდეორეკლამა საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა ინტერნეტსივრცეში.
Apple City-ს ამ ვიდეორგოლზე კი ზოგმა ინტერნეტმომხმარებელმა მიანიშნა, რომ ის არ არის ამ კომპანიის კრეატივი და მსგავსი ვიდეო ფბ-ზე ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.