რეპორტიორი აჰმედ აბუ ჰამზი და ერთერთი საველე მეთაური, ბოევიკი ინტერვიუს ჩაწერის დროს, პროვინცია ჰამაში მოულოდნელად ააფეთქეს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი ადასტურებს, რომ რუსეთს კონტაქტი და კავშირები აქვს მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ „ჰეზბოლასა“(„ჰიზბალაჰი“) და „ჰამასთან“.
"რუსთავი-2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი 9 საათზე" საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის მელოდიით დაიწყო - ასე გამოუხატა თანადგომა კომპანიამ ფრანგ ხალხს.
ვერძი: - დღეს ყველას თქვენი დახმარება, რჩევა დასჭირდება. ეცადეთ, უარი არავის უთხრათ და მაქსიმალური მზრუნველობა გამოიჩინოთ თითოეულისადმი.
პირველად 1944 წლის შემდეგ, როცა საფრანგეთი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს, პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო წესები შემოიღო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრესიდენტს ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ დროებით ზომებსა და წესებს დაემორჩილონ , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ დროის მონაცემებით საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად. 200-ზე მეტი დაშავდა, 80 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ტერაქტის რვა მონაწილე ამ დროისთვის მკვდარია - ამის შესახებ წამყვანი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები წერენ.
ვერძი: მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
19 წლის ახალგაზრდა გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში სცემეს, ორი კბილი ჩაუმტვრიეს და შემდეგ დაარიგეს, თუ გკითხეს, უთხარი, რომ კიბეზე წაიქეციო, ხოლო როცა დაზარალებულმა ზარის უფლება ახსენა, ერთ ადგილას მიანიშნეს: "აი, შენი უფლება..." - დაზარალებული ლადი ელიკაშვილი "კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას იხსენებს.