"რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება,” - მიიჩნევს კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკოსმა და წარსულში ქართული ოცნების მრჩეველმა ლინკოლნ მიტჩელმა, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას. ამის შესახებ სტატიას "ნეტგაზეთი" აქვეყნებს, თუმცა დასძენს, რომ ამ საკითხზე თავად ნიკა გვარამიასთან დაკავშირება მათ ვერ შეძლეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას თამაზ ურთმელიძესთან ორი კითხვა ჰქონდა. კონკრეტულად- განხორციელდა თუ არა ზეწოლა მასზე და რატომ არ გამოქვეყნდა საქალაქო სასამართლოს მხრიდან განცხადება მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით.
ხმაურით მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. სხდომაზე ,,რუსთავი 2 -ის“საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ჩატარებულ სასამართლო პროცესებს განიხილავენ.
,,სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ რუსთავი 2-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ,"- აცხადებს ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ვიცე პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი.
"რუსთავი-2" ერთერთმა მფლობელმა გია ყარამანაშვილმა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთხელ შესთავაზეს, წილები "რაღაც საბჭოსთვის" გადაეცა, რაზეც არ დათანხმდა.
ვერძი: - ოჯახური საქმეები ლამის მთელ დღეს წაგართმევთ. თუმცა დღის ბოლოს ცოტა ამოსუნთქვასაც მოახერხებთ. ბავშვებს ყურადღება მიაქციეთ მათ პრობლემებს უთუოდ მოაგვარებთ.
იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა "იმედის" თოქშოუა პოლიტიკაში" დაწვრილებით განმარტა, რა შეიძლება მოხდეს, რომ ნიკა გვარამია გამოცხადდეს სისხლის სამართლის დამნაშავედ. ამაზე საუბარი მინისტრმა წამყვანის, შალვა რამიშვილის რამდენიმე დაჟინებული "ჩაკითხვის" შემდეგ დაიწყო, რომელიც დაინტერესდა, რას აპირებდა ხელისუფლება, თუკი ნიკა გვარამია არ შეუშვებდა "რუსთავი-2"-ში დანიშნულ ახალ მმართველებს.
"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, 7 ნოემბერს, ტვ "ობიექტივში" აცხადებდა, რომ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილებით, გამოხატავს მზადყოფნას, მოკვდეს, რათა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს.