კომპანია "ზედაზენმა" ბიზნესის ერონული ჯილდო ერთდროულად ორ ნომინაციაში მიიღო. ის საუკეთსო კომპანია გახდა და ამავე დროს, ჟურნალისტების რჩეული კომპანიის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
ნომინაცია 2014-2015 წლების სეზონს მოიცავს. ბიზნესის ეროვნულ ჯილდოს ყოველწლიურად გასცემს "ჯორჯიან თაიმსი", ფონდ "გორბის" მხარდაჭერით. წელს ამ ეგიდით უკვე მე-16 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.