ვერძი: - დღეს შესრულებული სამუშაო მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. შვილები საკუთარი გამარჯვებით გაგახარებენ.
გაზეთი "ქრონიკა პლუს" აქვეყნებს ვრცელ სტატიას, სადაც განხილულია, რა ფაქტორები გაითვალისწინა ბიძინა ივანიშვილმა მანამ, სანამ პარტიას "ქართულ ოცნებას" დაარქმევდა და, ზოგადად, რა კრიტერიუმებით არჩევენ პარტიები სახელს, ლოგოს, ემბლემას და სხვა პოლიტიკურ მანიშნებლებს.
"ქრონიკა პლუს" აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც გაზეთს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გეგმებში იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანაც შედიოდეს.
2015 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ რუსეთის ფედერაცია, ე.წ. ლუგანსკის სახლხო რესპუბლიკა და საქართველო. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
თბილისში დაბადებული მენეჯერი და პროდიუსერი ჯორჯიო გომელსკი, რომელიც სახელგანთქმულ ჯგუფებთან Rolling Stones, Led Zeppelin, Yardbirds, Gong და Soft Machine მუშაობდა, 83 წლისა, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის უკან, სადგომზე გაჩერებული ავტომანქანის საქარე მინები ჩაამსხვრიეს დაუდგენელმა პირებმა გუშინ, ღამის საათებში.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილის-რუსთავის გზატკეცილზე. მიკროავტობუსი, რომელიც თბილისიდან რუსთავში მიდიოდა, გზიდან გადავარდა და ამოყირავდა.
"მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ არ აპირებს მის ხელთ არსებული წილის გაყიდვას. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
იუსტიციის სახლის წინ მდებარე, „რეჟიმის მსხვერპლთა მემორიაზე“, რომელზეც ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვისა და სხვა დაღუპულების სახელებია ამოტვიფრული, ზურაბ ვაზაგაშვილის მიერ მოკლულად დასახელებული ახალგაზრდების ფოტოები გააკრეს.
"სუპერმარკეტში ან სხვა საჯარო ადგილზე თუ მოვხვდები, აუცილებლად შემაჩერებენ და მეკითხებიან: "თქვენი შვილებია? ისინი დები არიან?" - ამბობს 10 თვის ტყუპი დების დედა. საინტერესო ისაა, რომ მას შავკანიანი ქმარი ჰყავს, ხოლო ხუთი წუთის ინტერვალით დაბადებული ტყუპიდან ერთი თეთრკანიანია, ერთი კი - შავკანიანი.