უხარისხო მინარევებისგან დამზადებულ მასას "ნაღების კარაქად" ასაღებდნენ და ბაგა-ბაღებს ამარაგებდნენ

Image

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების - შპს "ნამდვილი პროდუქტები"-ს, შპს "ამირანი XXI"-ს და შპს "ჯი ეს ენ"-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით.

 

"ბრალდებულები, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს. 

 

საგამოძიებო სამსახურის მიერ, არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო სხვა იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან", - წერია განცხადებაში.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !