ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 16 აპრილს ცენტრის ყრილობას აანონსებს. ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ბრიფინგზე დღეს განაცხადა.
Gallup-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და პლუს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ აგდერეს (სომხური ტოპონიმიკით მარდაკერტის) მიმდებარე ტერიტორიაზე გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს. ორივე მხარის საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, რომ მუშაობენ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - Град-ები.
ხვალ, 5 აპრილს, 11:00-ზე "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" სათაო ოფისში ზურაბ ჯაფარიძე და გირჩის ლიდერები გამართავენ ბრიფინგს.
საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანონ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მათ შორის სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფები და მოემზადონ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ ხანქენდზე (სომხური ტოპონიმიკით - სტეფანაკერტი) გამანადგურებელი იერიშის მისატანად, ბაქოს მუქარას სომხურმა მხარემ უპასუხა.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ გასანოვმა სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და არმიას მოუწოდა, მოემზადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოწინააღმდეგის ძალებზე გამანადგურებელი იერიშის მისატანად.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამოინისტრომ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად გაავრცელა კადრები, სადაც, აღწერის მიხედვით, ნაჩვენებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო პუნქტის აფეთქება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყებიდანვე უჭერდა მხარს აზერბაიჯანს და ახლაც ამ პოზიციაზეა.
აზერბაიჯანის ტავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად იტყობინება, რომ ბოლო საათების განმავლობაში მოწინააღმდეგის 12 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა - 170-დე ჯარისკაცი გაანადგურა.