ტელეწამყვანი გიორგი კორკოტაშვილი ტვ "იბერიის" ეთერში, გადაცემაში "პრიორიტეტები" ამბობს, რომ ისინი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ აქციებს ატარებენ და მას ოკუპანტად მოიხსენიებენ, უარს არ ამბობენ რუსულ პროდუქტებსა და პროდუქციაზე.
"პროფილი+18"-ის პაროდია, რომელიც "კომედი არხის" პროდუქტია, დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. შეგახსენებთ, რამდენიმე სტუმრის თანდასწრებით, "პროფილი +18" ეთერში წინა კვირას გავიდა.
ტელეკომპანია GDS-ის მოთხოვნით, საიტებიდან adjaranet.com და imovies.ge მოხსნეს პოპულარული ამერიკული ფილმებისა და სერიალების ნაწილი. ამის შესახებ განმარტება და ჩამონათვალი "აჭარანეტზეა" გამოქვეყნებული.
ტვ "იმედის" გადაცემაში "დრო ფულია" ერთერთმა მოთამაშემ "სერიოზულად დამაბნეველი" უწოდა პირველი, მარტივი ეტაპის შეკითხვას: "ვინ იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი?". ჩამოთვლილი ვარიანტებიდან (ზვიად გამსახურდია, ნოე ჟორდანია, ედუარდ შევარდნაძე, ნოე რამიშვილი) მას ერთის არჩევა გაუჭირდა და წამყვანმა დარბაზის დახმარება შესთავაზა.
შაკო მეშველაშვილი 13 წლის ფერმერია, რომელსაც "ბიზნესკონტაქტი" საზოგადოებას აცნობს. სოფელ ოკამში ყოფნის პერიოდში, ის კურდღლებს მუხრანის ბაზარში ყიდდა. როგორ მოუვიდა თავში იდეა, საიდან იშოვა ფული და რა მდგომარეობაშია ახლა მისი ბიზნესი, "ბიზნესკონტაქტის" ვებგვერდზეა ასახული.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" სტატიაში "ჯანსულო! ჯანსულო! მინდორს მოკო ფიორია", რომელიც ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" მიერ განმუხურის სანაპირო ზოლის შესყიდვას ეხება და სადაც გახსენებულია, როგორ შენდებოდა და ვითარდებოდა განმუხური, აღწერილია მიხეილ სააკაშვილისა და ანაკლიელი მეთევზის მოულოდნელი შეხვედრის ეპიზოდი.
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილის გაყიდვას ეხება სტატია, რომელიც გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნდა და სადაც გამხილულია, როგორი იყო ადრე განმუხური, როგორ მოხდა მისი გარდაქმნა და რატომ დაინტერესდა მისით სწორედ ახლა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფი“, რომელმაც აუქციონით შეიძინა სანაპირო ზოლის 34 ათასი კვადრატული მეტრი.
პოპულარული ქართული ანსამბლი "მგზავრები" 9 აპრილს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში კონცერტს გამართავს. ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 1.500-დან 4.000 რუბლამდეა.
მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, ოდესის ოლქში შემავალ დასახლებულ პუნქტებში სსრ კავშირის ტოტალიტარული ლიდერების, სკკპ-ს თვალსაჩინო წარმომადგენელთა ძეგლებისა და ბიუსტების დემონტაჟი უნდა დაიწყოს.
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამოჩენილი რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი გახდა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ჟურნალისტმა დაინახა, როგორ ამოწმებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ მიერ გაჩერებული მანქანების მძღოლთა საბუთებს. შსს აცხადებს, რომ მანქანებს სამხედრო დანიშნულება არა აქვთ და მას კერძო პირები ჰყიდიან და ყიდულობენ, რადგან ჩამოწერილია. მანქანები მოძრაობენ სატრანზიტო ნიშნებით.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო მანქანები თბილისში და საქართველოს რეგიონებში 2015 წლის თებერვალშიც გამოჩნდნენ. მაშინ გაირკვა, რომ ამიერკავკასიაში მდებარე რუსული ბაზებიდან კერძო პირები იაფად ყიდულობენ ჩამოწერილ სამხედრო სატვირთო მანქანებს და საქართველოში უფრო ძვირად ჰყიდიან. ოფიციალური განმარტებით, მანქანები სამთო სამუშაოებისთვისაა გამოსადეგი, ხე-ტყის გადაზიდვის, ბუქსირის და სხვა დანიშნულებით.