მრავლისმომსწრე ფილარმონიის დარბაზში როდის გაისმა ბოლოს, პარტიის ყრილობაზე ან შეკრებაზე - რახან დარბაზში ვერ ეტევით, კიბეებზე დასხედით ან სცენაზე ამოდით და "მოლზე" მოიკალათეთო, არავის ახსოვს, მაგრამ 16 აპრილს სწორედ ასეთი სურათი იყო "გირჩის" დამფუძნებელი შეკრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.
ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე წააქცია, ზოგი კი ძირფესვიანად მოგლიჯა. წერეთლის გამზირზე ქარისგან წაქცეული ხე მანქანას სწორედ მაშინ დაეცა, როცა იქედან მძღოლი გადმოვიდა.
დღეს, 15:00 საათზე, ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" სადამფუძნებლო კრება. კრებაზე დასწრება თავისუფალია. ფილარმონიის დარბაზს ყრილობისთვის ამ წუთებში ამზადებენ.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა „ქართულ გაზეთთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არსებულ პოლიტიკურ რეალობას მიმოიხილავს და კონკრეტულად, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ლიდერების ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.
სულხან წულაძის, იგივე "თბილისის ფორუმის" იუზერ "სპლიყვის" ოჯახი განცხადებას ავრცელებს და დეტალურად აღწერს ფორუმზე გამოქვეყნებულ ე.წ. თავდასხმის გეგმას, რაც ეჭვმიტანილის დაკავებისა და მისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების საფუძველი გახდა. ამასთან, ოჯახი მიმართავს ყველას, არ გამოიყენონ ეს ფაქტი პოლიტიკური ინტერესებისთვის და ნებისმიერი აქტივობა შეათანხმონ ოჯახთან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სულხან წულაძეს, რომელსაც ინტერნეტაქტიური პირები "ტბილისი ფორუმიდან" იცნობენ, როგორც იუზერს "სპლიყვი".
"მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების - დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ 2011 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და სამივე პირი გაამართლა." - ციტატა მედიიდან.
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის უფროსთან და ჟურნალისტებთან ერთად ზაპოროჟიეში ჩავიდა, სადაც შემოსავლების სამსახურმა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ერთ-ერთი ექსპორტიორის მიერ შესყიდული 70 ტონა თხილი (180 ათასი აშშ დოლარის ღირებულების) დააყადაღა და მისი გატანა დაიწყო.
ვარკეთილის მესამე მასივში, კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ცხოვრობენ, ქმარმა ცოლს ეზოში ყელი გამოჭრა. ინფორმაციას "ფრონტნიუსი" ავრცელებს.