"სენი, როგორიც არის ივანიშვილი, არის ერთჯერადი, როგორც წითელა და მეორედ არ გემართება. როგორც ქუნთრუშა და კიდევ სხვა - ეს არის სახადი", - განაცხადა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.
„ერთადერთი, რის მიმართაც რევანშის განცდა მაქვს და რის დაბრუნებასაც ვაპირებ, ეს არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბინებად დაშალეს“, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
დღეს, 25 აპრილს, 17:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის 1 ნომერში, ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"-ს თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე გირჩის აჭარის ოფისს გახსნის.
ამ წუთებში ხანძარია თბილისში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე. როგორც თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი, "არქი ჯგუფის" ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი იწვის.
23 აპრილს, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი“, კიდევ ერთი ახალი ოფისი, ამჯერად ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის 97 ნომერში გახსნა. „გირჩის“ ჩუღურეთის ორგანიზაციას ნათია კალაძე უხელმძღვანელებს.
თავდაპირველად კისერთან გადიდებული ლიმფური კვანძი შეამჩნიეს და ექიმს მიმართეს, თუმცა, მან საგანგაშო ვერაფერი შენიშნა და მასთან მისულები დაამშვიდა, გაიწოვებაო... ცოტა ხნის შემდეგ, როცა წამონაზარდი არ გაქრა, ონკოლოგიური შემოწმება დღეს გაიარეს. დიაგნოზი თავზარდამცემია: ICD: C81.9, ჰოჯკინის ლიმფომა, III ბ სტადია...
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე "საქენერგოს" ყოფილი შენობა იწვის. შენობაში ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა ერთერთ დარბაზში მოზარდები ქორეოგრაფიის გაკვეთილზე იმყოფებოდნენ.
ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდების პასუხად, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი წერს, რომ "ოცნების" არცერთმა წარმომადგენელმა სტრასბურგში მხარი არ დაუჭირა მოთხოვნას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ, უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფოტოფაქტს უპირისპირებს.
წაქცეული განათების ბოძები საბურთალოზე, ასევე საბურთალოზე, რამდენიმე დაზიანებული ავტომანქანა, რომელთაც წაქცეული ხეები დაეცა, საგანგებო რეჟიმზე გადასული სამაშველო სამსახური და უთვალავი გამოძახება 112-ზე - ასეთია თბილისში ღამით ამოვარდნილი ძლიერი ქარის პირველი შედეგები.