-
2016-06-29 23:40
ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, შესაძლოა, თბილისში წინასაარჩევნოდ ჩამოვიდეს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვას. გაზეთმა "ვერსიამ" აღმოაჩინა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგაძის სასამართლო პროცესები, რომლებიც, შესაძლოა, მისი რეაბილიტაციით დასრულდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფორსირებული წესით მიმდინარეობს.
იგორ გიორგაძესთან ერთად, სასამართლო სხვა პირების საქმეებსაც განიხილავს, რომლებიც, ასევე, 1995 წელს მოხდარი ტერაქტის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის არიან ბრალდებულები. ბრალდებაში სისიხლის სამაღთლის კოდექსის 65-ე, ანუ სამშობლოს ღალატის მუხლიც შედის.
"ვერსია" წერს, რომ პირველი პროცესი 2016 წლის განმავლობაში (საქმე 2015 წლიდან დევს სასამართლო წარმოებაში) 30 მარტს გაიმართა, შემდეგ კი 4 მაისს, 23 მაისს, 27 მაისს, 1, 9 და 22 ივნისს გამართულა, რიგში კი უკვე ჩანიშნული პროცესებია: 28 ივნისს და 7 ივლისს.
ექსმინისტრის უფლებებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი იცავენ, ხოლო მოსამართლეა გიორგი ჩიქოვანი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს სისხლის სამართლის კოლეგიაში და, "ვერსიის" ინფორმაციით, ეს მისი პირველი სისხლის სამართლის საქმეა.