თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 წლის თათია დგებუაძეს დახმარება სჭირდება. მას ძვლის ავთვისებიანი იუნგის სარკომა დაუდგინდა.
მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალ სიმღერაზე კლიპს იღებს. სიმღერა სიყვარულზეა და როგორც მომღერალი ამბობს, მისი რეპერტუარისგან განსხვავებულია.
„დარდიმანდი“ - ერთერთი ყველაზე პოპულარული რადიო 1 ივნისს 5 წლის გახდა. რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა. ეს არის ქართული რადიო, რომელიც ძველ და თანამედროვე ქართულ სიმღერებს აერთიანებს.
"რუსთავი-2" 22 წლისაა. გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო!" სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი სამ შვილთან ერთად ჩაერთო და "რუსთავი-2"-თან დაკავჭშირებულ პროცესებთან ერთად, მოსალოდნელ ამინდის პროგნოზზეც ილაპარაკა.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც, როგორც თავად წერდა "ფეისბუქში", "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესიდან გაცინების გამო გააძევეს, "არჩევანში" შეკითხვას სვამს, რა უნდოდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს კანცელარიაში ღამის 12 საათზე.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დადებითად შეაფასა ოდესის გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის მუშაობა და განაცხადა, რომ სააკაშვილი გუნდის საიმედო წევრია. ამის შესახებ მან განაცხადა ოდესის გუბერნატორთან სამუშაო შეხვედრაზე - იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
დღეს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ ეკონომიკურ საკითხებზე ბრიფინგი გამართა.
კომპანია "ლიდერბეთმა" მთავარ ვებ-გვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული თვითგამოცხადებული და არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგებზე ფსონების მიღება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა "სარბიელი.ჯი" წერს და ფოტოსქრინებს აქვეყნებს.
2007 წლის ოქტომბერში კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა რუსი პოლკოვნიკი მოკლეს, რომელიც ტყეში აფხაზური ე.წ. ჯარის წარმომადგენლებს წვრთნიდა.