ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული, - ამის შესახებ წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ამ ეტაპზე დაკეტილია, ხოლო თავად, 6 მონაზონთან ერთად, ტაძარშივე, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამა იოანე ოქროპირიძის თქმით, არც მას და არც დანარჩენ მონაზვნებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 42-ით გაიზარდა და მთლიანობაში პაციენტების რაოდენობამ 1201 შეადგინა.
საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
საათობით მუშაობის შემდეგ, როგორ ისვენებს სამედიცინო პერსონალი
ბრიტანეთში ლუტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ორსული მედდა გარდაიცვალა. მარი აგიევა აგიაპონგი 5 წლის განმავლობაში სწორედ ამ ჰოსპიტალში მუშაობდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მისი თქმით, დღეს კიდევ 20-მდე პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში სულ 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება. მისივე ინფორმაციით 9 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილებისთვის სპეციალური საშვები, ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, - ამის შესახებ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.
სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.
ჩინეთის ხელისუფლება არა ერთხელ შენიშნეს იმაში, რომ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ინფორმაციას სრულყოფილად არ ავრცელებს ან მალავს. მათ შორის იყო ის ბრალდებაც, რომ უხანი სპეციალურად აკლებს კოვიდ-19-ის პაციენტების რაოდენობას.
ქალაქ უხანის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის აფეთქების დროს, ქალაქში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის რიცხვი ახლახანს განაახლა. მსხვერპლის რიცხვი 1290-დან 4636-მდე გაიზარდა.
Associated Press-ი, ჩინურ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით წერს, რომ რიცხვის ცვლილების მიზეზი, ეპიდემიის დასაწყისში სამედიცინო დაწესებულებების შეცდომები იყო, რომლებიც თავს ვერ ართმევდნენ პაციენტების რაოდენობას და დიაგნოზის შესახებ დოკუმენტს, შესაბამის უწყებას, დროულად ვერ აწვდიდნენ.
კერძოდ, სტატისტიკაში თავდაპირველად არ მოხვდნენ დაინფიცირებულები, რომლებიც სახლში გარდაიცვალნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო. ქალაქი 2 თვის განმავლობაში მკაცრ კარანტინში იყო.
ამ დროისთვის ჩინეთში ახალი კორონავირისის 83,753 შემთხვევაა დაფიქსირებული, 78,4 ათასი გამოჯანმრთელდა.
გასულ დღე ღამეში კი გარდაიცვალა 4636 ადამიანი.
ყველა ბავშვი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ე. წ.ქობულეთის კლასტერია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ ექვსი ბავშვია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რთული. ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ ღამით ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი ახალი პაციენტი - 6 წლის ბავშვი - შეიყვანეს.
„დღეს 30 დამატებული შემთხვევა გაქვს. გუშინ დილასთან შედარებით, ჯამში 34 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სულ 370 დაინფიცირებული გვყავს. ამ 370-დან ჩვენი ცენტრის პაციენტია 90. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში ჯამში 5 გამოჯანმრთელებული შემთხვევა შემოგვემატა. დღეს დლისთვის 77 პირი გამოჯანმრთელებულია, აქედან 50 ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტია. ამ მონაცემების შეჯერებით, თუკი გამოჯანმრთელებულებს გამოვაკლებთ, კოვიდის ცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს. ჩვენ დადასტურებული 39 პაციენტი გვიწევს, გუშინ 38 გვყავდა და გვიან ღამით ერთი პაციენტი, ერთ-ერთი ოჯახის წევრი 6 წლის ბავშვი შემოგვემატა.