-
2020-04-19 12:30
თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად სულ 108 პაციენტია მოთავსებული, მათგან 90 covid-19-ით ინფიცირებულია.
როგორც კლინიკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 81 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ დღეს კლინიკიდან კიდევ 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.
ინფორმაციისთვის, 394 ადამიანიდან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.