ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეში აღნიშნული , არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რადგან “ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში”.
ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცოტა წინ მივიდა. სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:15 საათზე დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკა "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა.
იტალიაში ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 482 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსის ახალმა შემთხვევებმა ქვეყანაში 3491 შეადგინა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა 17 აპრილს მიიღო COVID-19-ით ინფიცირებული 101-ე ავადმყოფი. 26 თებერვალს ცენტრმა მიიღო ქვეყანაში პირველი COVID-19-ით ავადმყოფი. მას შემდეგ გატარებულია 101 ავადმყოფი, რომელთაგან 55 უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან, ერთი ავადმყოფი - 86 წლის, მძიმე თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი 45 ავადმყოფი აგრძელებს მკურნალობას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ყველა მოქალაქეს, რომელიც აღდგომის დღესასწაულს სახლიდან ხვდება, რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძართან პოლიციაა მობილიზებული.