ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. 1925 წელს დაბადებული ქალის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ამის შესახებ ე.წ. მოსახლეობის დაცვის საკითხზე მომუშავე ოპერატიული შტაბი იუწყება.
გავუძლოთ ამ დიდ ომს კორონას წინააღმდეგ და ამ ომიდან ყველანი ერთად გამარჯვებულები გამოვიდეთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა „პლაქვენილით“ მკურნალობა და არც ერთთან არანაირი გართულება არ ყოფილა.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაჯის საათების შესყიდვის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.
გირჩევთ, სათანადო პირობები შეუქმნათ დასაქმებულებს, რადგან დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში. ნუ დაჩაგრავთ მათ, თუკი დაავადების გამო დარჩებიან სახლში, თუნდაც ეს არ იყოს Covid-19, გარწმუნებთ, ასე სჯობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი დაიცავენ სხვა დასაქმებულების ჯანმრთელობას.
კორონას ჟამიანობის პირობებში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი , - ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან დამატებით ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი PCR ტექნოლოგიით კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება. როგორც გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა, აღნიშნული 5 ლაბორატორიიდან სამი თბილისში იქნება, ხოლო დანარჩენი ორი - ქუთაისსა და ბათუმში.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია, უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.