მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გლობალურად 3003352 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 207000-ს აღემატება.
დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ექვს კვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
სომხეთში, გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 1 808 შეადგინა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკიდან ერთი პაციენტი ეწერება, 30 პაციენტის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.
ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 99%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრი იყო, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოებში კორონავიურით არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა. როგორც რეხვიაშვილი განმარტავს, ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა ბოლნისშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
იტალია, ევროპის ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ინდუსტრიული სექტორი გაიხსნება, მომდევნო ორ კვირაში საცალო ვაჭრობის ობიექტები და მუზეუმები. ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონების გახსნა პირველი ივნისისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება სკოლებს, კონტეს თქმით,სწავლა სექტემბერში დაიწება.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.