ეკა კვესიტაძის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" გახმაურებული საქმეების გარდაცვლილ მოწმეებზეა საუბარი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას , რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია.
"რუსეთი გააგრძელებს თანამშრომლობას მოძმე აფხაზეთთან ყველა მიმართულებით ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგაც" , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებში ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.
"ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვაკვირდები ყურადღებით და მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გურიაში ყოფნის დროს.
გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ელექტრონული მედიის მიმართ გამოხატა უკმაყოფილება, როცა განაცხადა, რომ "ტელევიზორში უპირველეს ყოვლისა, ნეგატივია". - ვიდეოს "გურია ნიუსი" ავრცელებს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფატქო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი "ლაიფნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან.
"იზვესტიის" სპეცკორესპონდენტი, ცნობილი ჟურნალისტი ორჰან ჯემალი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში არეულობის გამოწვევითა და მართვით, რუსეთს სურს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესს.
,,ჩემი მეზობელი ჰაკიმი გაყეყეჩდა. მერკელთან ვიზიტის წინ საკუთარი მნიშვნელობისა და სიდიადის გრძნობით აღივსო და წაიბლატავა, მიშა პლანტაციაზე უნდა ვამუშაოო, რითაც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი და განათლების მხრივ სტერილურია, არამედ განეკუთვნება იმ უმარტივესთა კლასს, მმართველობის ერთადერთ ფორმად 21-ე საუკუნეშიც მონათმფლობელობა რომ მიაჩნიათ. ძალაუფლება რომ შეიგრძნოს, მონები ჭირდება,– წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე.
ცნობილი უკრაინული ინტერნეტრესურსის „ცენზორ.ნეტის“ რედაქტორი იური ბუტუსოვი მიესალმება პეტრე პოროშენკოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის, ბენდუქიძისა და სხვა ქართველი რეფორმატორების გუნდიდან მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013) მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის ახალი სახელმწიფო აპარატი არ დაკომპლექტდება ახალი თაობის წარმომადგენლებით, ქვეყანას არ ექნება უკეთესი მომავლის შანსი.