სექსუალური ურთიერთობების ასაკი

Image

პირველი სექსუალური გამოცდილება კრიტიკას არ ექვემდებარება. ვერაფერს იზამ. ცოტა დრო ტექნიკის ასათვისებლად, ცოტაც - პრაქტიკასა და აუცილებელ რაღაცებში გასარკვევად. შემდგომ ყველაფერი იცვლება - ახალ ეტაპზე გადავდივართ.

 

აი, აქ იწყება ნამდვილი სიამოვნება, თუმცა, ის, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას დამოკიდებულია ასაკზე. და არ არის აუცილებელი ჩვენი სურვილები ემთხვეოდეს ჩვენი პარტნიორისას. უფრო მეტიც, მამაკაცებს 18 წლის ასაკში ჰორმონალური ბუმი აქვთ, ჩვენ კი მხოლოდ 40 წლის ასაკში ვხვდებით საბოლოოდ, თუ რა გვინდა. ამიტომ საჭიროა ვისწავლოთ სიცოცხლით ტკბობა ნებისმიერ ასაკში.

 

20 წლის ასაკში:
რა მოსდის სხეულს – თქვენ “გამოკვლევის ფაზაში” იმყოფებით. ეს გამოცდილების დაგროვების დროა. რეგულარული ციკლი სექსუალური ბარომეტრის როლს ასრულებს: სურვილის გამძაფრება ოვულაციის პერიოდში და დაქვეითება – თვიურის მოახლოვებისას.

 

ბუნებამ შთამომავლობის საწარმოებლად შეგვქმნა და ფიზიკურად ამისათვის სრულ მზადყოფნაში ბრძანდებით.
ექსპერტის რჩევა – იხარეთ ყველაფრით. დატკბით ახალგაზრდული უზრუნველობით. დაოჯახებამდე შეგიძლიათ თავს რამდენიმე წლიანი გართობის უფლება მისცეთ.

თუ თქვენ 20 წლისა ხართ, ის კი…
20 – ექსპერიმენტირებთ თქვენ, ექსპერიმენტირებს ის, ერთად სწავლობთ და კვლავ სინჯავთ. მთავარია, არ აჩქარდეთ. მიჰყევით დინებას ნაბიჯ-ნაბიჯ.

 

30 – დიახ, მას აქვს გამოცდილება. ამიტომაც, პირველსავე წარუმატებლობის შემთხვევაში ჰკარგავთ თავმოყვარეობას -  როგორ ვერ გაუმკლავდით დავალებას?! ის კარგად ფლობს ქალის სხეულს, თუმცა, ვერ მოასწრო ქალის ფსიქოლოგიის ათვისება.

 

40+ -  ეს სექსის ზეიმია: თქვენი აღგზნებადობა მასზე ყველა სხვა სტიმულატორზე უკეთ მოქმედებს. თუ ბუნებით გულუხვია, მისგან ბევრ რამესაც ისწავლით. მთავარია, მას უკვე აღარ აშინებს ქალის განწყობის სწრაფი ცვალებადობა. დააფასეთ ასეთი ურთიერთობა – ის არ არის მუდმივი.

 

30 წლის ასაკში:
რა მოსდის სხეულს – თუ კი ტესტოსტერონის ოდენობა 20 წლის ასაკში ქალის ორგანიზმში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს, 30 წლისას ამ ჰორმონის წარმოქმნა მცირდება. კარგი ამბავი – ეს არანაირ გავლენას არ ახდენს სურვილზე. ზუსტადაც რომ ამ ასაკში ქალს შეუძლია განიცადოს ყველაზე ძლიერი ორგაზმი.

 

ექსპერტის რჩევა –  შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ სიყვარული და სექსი სხვადასხვა რამაა. მით უფრო, არ უნდა ასოცირდებოდეს იგი საყვარელი მამაკაცისათვის სიამოვნების მინიჭებასთან. იყავით ეგოისტი.

 

თუ თქვენ 30 წლისა ხართ, ის კი…

 

20 – მას ყველაფერი აღაგზნებს, რაც თქვენთანაა დაკავშირებული. მაგრამ თქვენ ხვალინდელი დღის გარანტი გჭირდებათ. ან ვინმე, ვინც საწოლში რამეს გასწავლით. ის კი ჯერ მხოლოდ კომპიუტერში ჭინდოწს-ის გადაყენებას თუ დაგამუღამებინებთ. არც თუ ისე საინტერესოა.

 

30 – ცხოვრებისეულ რბოლაში ორივეს თანაბარი პოზიცია გიპყრიათ. მისი გამოცდილება საკმარისია, რომ პრელუდიის ხსენებისას გაოცებით არ შემოგხედოთ.

 

40 წლის ასაკში:

 

რა მოსდის სხეულს – საშო კარგავს ელასტიურობას, ხოლო “ფსკერი” სუსტდება, რის გამოც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ორგაზმი იგვიანებს და რაღაც ისე ვერ არის… თუმცა, არ ღირს ნერვიულობა.

 

ინგლისელი მედიკოსების მონაცემებით, ქალების 70% ირწმუნება, რომ მათი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე 20 წლის ასაკში გახლდათ. 69% თვლის თავს ექსპერიმენტებისათვის მეტად გამოცდილად, ხოლო 45%-ს სექსი უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ადრე .

 

ექსპერტის რჩევა – თუ მარტო ბრძანდებით, რჩევები არ გჭირდებათ, უბრალოდ დატკბით ცხოვრებით. რაც შეეხება წყვილებს, შეიძლება ყოველდღიურობამ ჩაიხვიოს და თავში ცუდი აზრები გაჩნდეს (მაგ, როგორიცაა ღალატი). თუმცა სექსოლოგები გვირჩევენ, ის ვცადოთ ჩვენს მეორე ნახევრებთან, რაც აქამდე არ გაგვიბედავს. თუ არც ესაა გამოსავალი, დროა ისწავლოთ, ბატარეები როგორ უნდა გამოუცვალოთ დაქალების მიერ საახალწლოდ ნაჩუქარ ვიბრატორს.

 

თუ თქვენ 40 წლისა ხართ, ის კი…

 

20 – შეგიძლიათ იამაყოთ. ის სწრაფად რეაგირებს თქვენზე – თითქოს ღილაკზე დაგეჭიროთ. თავადაც მოწოდების სიმაღლეზე ბრძანდებით. შესაძლოა, მას რამე ასწავლოთ, თუმცა, საერთო ჯამში ეს უზრუნველი და არაფრით მავალდებულებელი ურთიერთობაა, რომელსაც არ აქვს მომავალი.

 

30 – იქონიეთ მხედველობაში, რომ პარტნიორი შესაძლოა დედიკოს ბიჭუნა აღმოჩნდეს და ამიტომაც გააკეთა არჩევანი თქვენზე. თუმცა, როგორც კი იყნოსავს, რომ დრო გადის და თქვენ მისთვის მემკვიდრის გაჩენას არ აპირებთ, ეულად დაგტოვებთ.

 

40 -  ეს სწორადაც რომ ის არის, რაც გჭირდებათ. ორი ადამიანი – ერთი თაობის წარმომადგენელი, მსგავსი აღზრდისა და საერთო ინტერესების მქონე. თუ ეძებთ სექსუალურ დაკმაყოფილებას, მასთან ეს გარანტირებულია. თუმცაღა, დარწმუნდით, რომ შუა ხნის კრიზისი უკვე გადალახული აქვს, რათა არ გაგცვალოთ 20 წლის გოგონაზე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !